ავტორი:

ინდოელი ფერმერები "ნარკომან თუთიყუშებს" ვერ იშორებენ - "გუნდურად დაფრინავენ, ძალიან სწრაფად მოქმედებენ"

ინდოელი ფერმერები "ნარკომან თუთიყუშებს" ვერ იშორებენ - "გუნდურად დაფრინავენ, ძალიან სწრაფად მოქმედებენ"

უკვე რამდენიმე წელია ინდოეთში, მადჰია-პრადეშში ფერმერებს "ნარკომანი თუთიყუშები" ატერორებენ. ამის შესახებ gazeta.ru გამოცემა Jerusalem Post- ზე დაყრდნობით წერს. მისი ცნობით, "ოპიუმზე დამოკიდებული ფრინველები, წლებია ყაყაჩოს პლანტაციებს არიან შეჩვეული და ფერმერებს უდიდეს ზიანს აყენებენ".

გამოცემის ცნობით, 2015 წლიდან თუთიყუშები ყოველწლიურად, დროის სხვადასხვა მომენტში გუნდურად ილაშქრებენ იქაურობაზე, ძალიან სწრაფად მუშაობენ და ფერმერების მიერ დაყენებულ საფრთხობელებსაც არ უშინდებიან.

"ნარკომანი თუთიყუშების დასაფრთხობად გამოვიყენეთ ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობა, რამაც ცოტა ხნით სიმშვიდე მოგვიტანა, თუმცა ისინი ისევ დაბრუნდნენ და დაბრუნდნენ მეტი რაოდენობით. ამის შემდეგ, ზომები გავამკაცრეთ. რამდენიმე მათგანი დაფრთხობის პროცესს შეეწირა კიდეც, მაგრამ ამან ვერ გვიშველა, ისინი ისევ და ისევ მოდიან, იხოცებიან, ზიანდებიან, მაგრამ აქაურობას არ სცილდებიან" - აცხადებს ერთ-ერთი ფერმერი გამოცემასთან საუბრისას, რომლის თქმითაც, მათ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მიმართეს.

სპეციალისტების ცნობით, ერთ თუთიყუშს ერთი დღის განმავლობაში 40-მდე ყვავილის შეჭმა შეუძლია, რომელიც 20-25 გრამ ოპიუმს შეიცავს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფერმერები დახმარებას ითხოვენ, თუმცა მათივე თქმით, "გამოსავალს ჯერ-ჯერობით ვერ მიაგნეს". ეს პრობლემა ინდოეთის რამდენიმე შტატში აწუხებთ. ფერმერების თქმით, თუთიყუშები ყაყაჩოს მოსავლის 10%-ს ანადგურებენ. ამის შესახებ შარშან ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-იც წერდა.

ადგილობრივების თქმით, პირველად ეს შემთხვევა 4 წლის წინ, რაჯასტანის შტატში, ქალაქ ჩიტორგაჰში დაფიქსირდა და შემდეგ სხვადასხვა მეზობელ შტატში ძალიან დიდი სისწრაფით გავრცელდა. ფერმერები ჩივიან, რომ თუთიყუშები იქაურობას ადვილად ეჩვევიან და მათ პრაქტიკულად ვეღარ იშორებენ.

"მოსავლის აღების დროს, ისინი გუნდურად დაფრინავენ, ძალიან სრაფად მოქმედებენ და რაც მთავარია, მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოპიუმ-დამოკიდებული ფრინველები ელოდებიან, სანამ ადგილობრივი მუშახელი ყაყაჩოს ყვავილის ბუტკოებს მოაგროვებს, შემდეგ ძალიან ფრთხილად დაესხმიან თავს, იპარავენ ბუტკოებს, რომელიც შორს მიაქვთ, ჭამენ და ძალიან მალე ისევ უკან ბრუნდებიან... ეს ყველაფერი რამდენიმე წუთში ხდება. საქმე ის არის, რომ ფრინველები სხვა სახის საკვებს არ ეკარებინა და არც სხვა დროს მოდიან. იქაურობას მხოლოდ მაშინ სტუმრობენ, როდესაც ყაყაჩოს მოსავლის აღება იწყება. თავდაპირველად მათ დაფრთხობას ხმამაღალი ხმებით, ნივთების ბრახუნით ვცდილობდით, ვურტყამდით ხელებს დოლზე, ვესროდით ქვებს და სხვა მძიმე ნივთებს, თავიდან ეშინოდათ და ფრთხებოდნენ, თუმცა შემდეგ, ისე შეეჩვნივნე, რომ რეაქციაც არ აქვთ", - ამბობენ ფერმერები.

მათივე თქმით, ამ შტატებში ყააყაჩოს ოპიუმი სპეციალურად მედიკამეტებისთვის იწარმოება და მათი მოყვანა, რეალიზაცია მაცრად კონტროლდება. lenta.ru-ს ცნობით, ნარკომანი ფრინველების გამოჩენის შემდეგ, მათი მოსავალი მცირდება, რის გამოც ფერმერებმა გაფრთხილებაც მიიღეს.

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები

უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება ვირუსის აფეთქების ზონაში

კოშმარული კარანტინის მე-15 დღე და მცურავ ციხედ ქცეული გემი - "ტანსაცმლის გარეცხვა შეუძლებელია, დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება"