რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე ორმხრივი სროლა იყო.როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, საშუალო ასაკის მამაკაცმა სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა. შემთხვევა ვეჯინის ქუჩაზე მოხდა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველები ყაჩაღობაში ბრალდებულის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც მან პოლიციელების წინააღმდეგ გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში განეხორციელებინათ. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
VIDEO: მთაწმინდაზე მამაკაცმა სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა