ავტორი:

შსს- მოქალაქემ, რომელმაც თავის დაწვა სცადა, რამდენიმე საათით ადრე სამართალდამცავებს მუქარის შესახებ აცნობა

შსს- მოქალაქემ, რომელმაც თავის დაწვა სცადა, რამდენიმე საათით ადრე სამართალდამცავებს მუქარის შესახებ აცნობა

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქემ, რომელმაც დღეს თემქის პოლიციასთან თავის დაწვა სცადა, რამდენიმე საათით ადრე სამართალდამცავებს მუქარის შესახებ აცნობა.

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ დღის განმავლობაში თემქის პოლიციას მომართა და განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ.

"დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე, რომლის ფარგლებში ჩატარდა მისი გამოკითხვა. გამოკითხვის შემდეგ მოქალაქემ დატოვა პოლიციის შენობა. მოგვიანებით, 112-ზე შევიდა იგივე მოქალაქისგან შეტყობინება, რომ ის პოლიციელთა მხრიდან არის ზეწოლის ობიექტი და ამიტომ აპირებს თავის მოკვლას. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ დაიწო მისი ადგილსამყოფელის დადგენის და სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. თემქის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქე დაბრუნდა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან ერთად და თავის დაწვა სცადა. პოლიციის თანამშრომლების მიერ ოპერატიულად აღმოჩენილი დახმარების შედეგად მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევისთვის საავადმყოფოში არის გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

VIDEO: საშინელი ინციდენტი თემქის პოლიციასთან - მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა (+18)

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს