ავტორი:

ინფორმაცია მათთვის, ვინც ბინებს, სახლებს ან მათ ნაწილს აქირავებს - საშემოსავლო გადასახადი განსხვავებული წესით დაიბეგრება?

ინფორმაცია მათთვის, ვინც ბინებს, სახლებს ან მათ ნაწილს აქირავებს - საშემოსავლო გადასახადი განსხვავებული წესით დაიბეგრება?

საცხოვრებელი ფართის არასაცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას ფიზიკური პირი შესაძლოა, 20%-ის ნაცვლად 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტშია აღნიშნული.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზეზს იმ ფიზიკურ პირთა ხელშეწყობა წარმოადგენს, რომლებიც ბინებს, სახლებს ან მათ ნაწილებს აქირავებენ. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, საცხოვრებელი სახლის ამავე დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 5%-ით, თუმცა თუ ფართი სხვა, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით გაქირავდება, მაშინ 20%-ით იბეგრება.

აღნიშნული კი პროექტის ავტორის შეფასებით, არათანაბარ ვითარებაში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელ სახლს აქირავებს საოფისე დანიშნულებით. აგრეთვე, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაა, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ დაუბეგრავი თანხები მიმართონ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო