ავტორი:

ფონიჭალაში დედა და ორი ვაჟი დააკავეს - დაკავებულების ახლობლებმა სპეცრაზმის ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს

ფონიჭალაში დედა და ორი ვაჟი დააკავეს - დაკავებულების ახლობლებმა სპეცრაზმის ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს

არსებული ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცავებმა ოჯახის სამი წევრი - დედა და ორი ვაჟი დააკავეს. სამართალდამცველებმა ალესკეროვების სახლი ცოტა ხნის წინ დატოვეს. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე დილის 11 საათიდან მიმდინარეობდა.

რამდენიმე საათის განმავლობაში ალესკეროვები სახლსა და ეზოში ჩხრეკა მიმდინარეობდა. მეზობლების ინფორმაციით, პოლიციამ ქალი ქუჩაში დააკავა, შვილები რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ, სახლიდან აიყვანეს.

ინცინდენტი მოხდა ცოტა ხნის წინ, დაკავებულების შეკრებილმა მეზობლებმა და თანასოფლელებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სპეცრაზმის ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ოპერაციის დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს