ავტორი:

რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად, თუ თქვენი შვილი ხშირად სარგებლობს Youtube-ით და "გუგლით"

რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად, თუ თქვენი შვილი ხშირად სარგებლობს Youtube-ით და "გუგლით"

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს ინტერნეტი ყველანაირ შესაძლებლობას გვაძლევს და ეს მხოლოდ შეუზღუდავ კომუნიკაციას არ გულისხმობს. ამ შესაძლებლობებს კი ყველაზე უკეთ "ინტერნეტის თაობა" ანუ დღევანდელი ბავშვები ითვისებენ და იყენებენ.

აღნიშნულ პროცესში ერთი შეხედვით ცუდი არაფერია, რადგან ბავშვი გლობალური ქსელის დახმარებით ბევრ მისთვის სასარგებლო უნარს იძენს, თუმცა აქვე არ უნდა დაგვავავიწყდეს ინტერნეტსივრცეში არსებული ის კონტენტი, რომელიც მოზარდისთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს.

სწორედ ამიტომ, ისეთ ხშირად გამოყენებად ინტერნეტ პლატფორმებს, როგორიც Google და Youtube-ია, აქვს ბავშვთა უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც შეუსაბამო მასალასთან ბავშვების შეხების რისკებს ამცირებს.

ჩვენ გაჩვენებთ როგორ უნდა აამოქმედოთ უსაფრთხოების ფუნქციები პერსონალურ კომპიუტერში და უზრუნველყოთ თქვენი შვილის უსაფრთხოება, როცა ის Google-ით და Youtube-ით სარგებლობს.

VIDEO: თუ თქვენი შვილი Youtube-ით და "გუგლით" ხშირად სარგებლობს, გააქტიურეთ ეს ორი ფუნქცია

  • Google-ის უსაფრთხო საძიებო სისტემა Google Safesearch

მოზარდები Google-ს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოსაძიებლად, თუმცა ამ პროცესში შეიძლება იმგვარ ინფორმაციასაც წააწყდნენ, რომელიც მათი ასაკობრივი კატეგორიისთვის არ არის განსაზღვრული. ამ მხრივ მშობლებმა თავი რომ დაიზღვიოთ უმჯობესია, Google SafeSearch-ის ფუნქცია გამოიყენოთ, რომელიც ავტომატურად ფილტრავს საფრთხის შემცველ ინფორმაციას.

ფუნქციის გასააქტიურებლად შედით ლინკზე: http://www.google.com/preferences-ს და მონიშნეთ Turn on SafeSearch.

იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა ვერ მოახერხოს დაყენებული პარამეტრების შეცვლა, მონიშნეთ "Lock SafeSearch".

თუ იყენებთ ერთზე მეტ ბრაუზერს, ამ ოპერაციის ჩატარება თითოეული ბრაუზერისთვის ცალ-ცალკე მოგიწევთ. ასევე, თუ კომპიუტერზე სხვადასხვა მომხმარებლის ანგარიში გაქვთ დარეგისტრირებული, მათ შორის თქვენი ბავშვის პირადი ანგარიში, მაშინ ეს ოპერაციები მისი ანგარიშიდან უნდა შეასრულოთ. ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, ბრაუზერის ფანჯარაში შეტყობინება მოგივათ.

უსაფრთხო ძიების ფუნქციის გააქტიურება 100%-იანი დაცვის გარანტიას არ იძლევა, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს არასრულწლოვანთა შეხებას არასასურველ ონლაინ კონტენტთან.

  • Youtube-ს უსაფრთხო საძიებო სისტემა

Youtube ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოპორტალია, რომლის ყველაზე აქტიური მომხმარებლები ახალგაზრდები და არასრულწლოვნები არიან. თუმცა, ამ პლატფორმის მოხმარების დროსაც ანალოგიური გამოწვევების წინაშე ვდგებით, როგორც Google-ის მოხმარებისას. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად "უსაფრთხო რეჟიმის" (Safety Mode) გააქტიურებას გირჩევთ.

უსაფრთხო რეჟიმი ავტომატურად ფილტრავს არასრულწლოვნებისთვის შეუსაბამო მასალას. ამისათვის გახსენით YouTube-ი, პანელის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ღილაკით გადადით თქვენს ანგარიშზე, მენიუში მონიშნეთ "Restricted Mode" და გაააქტიურეთ იგი.

YouTube-ზე უსაფრთხო რეჟიმის გააქტიურებისას, ავტომატურად აქტიურდება Google-ის უსაფრთხო ძიების რეჟიმიც. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ნაცვლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ YouTube Kids აპლიკაცია, თუმცა თვალის მიდევნება მასზეც დაგჭირდებათ.

YouTube Kids-ს მარტივი ინტერფეისი აქვს და საბავშვო ვიდეოებს ფილტრავს. აპლიკაცია სავსეა სხვადასხვა მულტფილმებით, თუმცა აქაც მრავლად შეხვდებით პაროდიებსა და მასალას, რომელიც გარკვეული დოზით ძალადობას შეიცავს. სამწუხაროდ, YouTube Kids მხოლოდ აპლიკაციაა და მას ბრაუზერების ვერსია არ აქვს.

გამოყენებულია IDFI-ის კვლევა: "ბავშვების მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ მოხმარება - მშობელთა გზამკვლევი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს