ავტორი:

"პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული..." - რა ხდება ხურვალეთში ახლა?

"პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული..." - რა ხდება ხურვალეთში ახლა?

სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან, სადაც ქართული პოლიციის საგუშაგოა, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ხურვალეთის მოსახლეობა სოფლის მიმართულებით დაუბრკოლებლად გადაადგილდება, თუმცა, მათ პოლიციის საგუშაგოსთან კონტროლის გავლა უწევთ. სწორედ ამ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" აქტივისტმა დავით ქაცარავამ განუცხადა, მიუხედავად ძალოვანი უწყების წარმომადგენლების დაპირებისა, რომ მათ ხურვალეთში შეუშვებდნენ, მისი ვარაუდით, ასე არ მოხდება.

"მოცემული სიტუაცია, რომელიც აქ გვაქვს საგუშაგოზე, გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ არ შეგვიშვებენ. სულ 5 წუთი გვჭირდება, დავათვალიეროთ ის ბაღები, სადაც რუსი ოკუპანტები მოძრაობდნენ. ვფიქრობ, რომ არ შეგვიშვებენ. სიტუაცია ხელოვნურად იძაბება და არა ჩვენი მხრიდან" - განაცხადა ქაცარავამ.

სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან იმყოფებიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც, რომლებიც ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.

ადგილობრივმა გივი კალმახელიძემ მედიას განუცხადა, რომ რუსეთისგან საფრთხე არსებობს, თუმცა, გუშინ ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან.

„საფრთხე არ იყო, ხალხი შედიოდა. აქ სულ ოსები ცხოვრობენ, რომელიმე საფრთხეს გრძნობს? ბარამიძე გამიკეთებს აქ საქმეს? გუშინ რომ დავინახე გავსკდი გულზე! თუ გიგა ბოკერია? არავინ არ გადმოსულა. მოსახლეობა საუბრობს, რომ არავინ იყო. რომელმა ნახა? როგორ დაგიჯეროთ ტელევიზიებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ?

საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები. პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები", - განაცხადა კალმახელიძემ.

ჭყონდიდის ეპარქიაში საკვირაო წირვის შემდეგ ორასკაციანი ტრაპეზის გამართვა იგეგმება? - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით გზა გადაკეტეს

"არაფერი მძიმე ოპერაცია არ ჰქონდა გადატანილი...არაფერი არ აწუხებდა" - გარდაცვლილი ექთნის დედის პირველი კომენტარი