ავტორი:

სირიაში პარტიზანულმა ბრძოლებმა იფეთქა - რატომ ასაიდუმლოებს რუსეთი "გამქრალი" რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას

სირიაში პარტიზანულმა ბრძოლებმა იფეთქა - რატომ ასაიდუმლოებს რუსეთი "გამქრალი" რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას

სირიაში სამი კვირის წინ დაკარგული კიდევ ერთი რუსი მაიორის შესახებ, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ხელისუფლება სირიაში დაღუპულ სამხედროეზე ინფორმაციის გასაიდუმლოებას განაგრძობს.

BBC.com-ის რუსული საინფრმაციო სამსახურის ცნობით, 23 თებერვალს დეირ-აზ-ზორიში УАЗ-ი დაიკარგა, რომელშიც რუსი სამხედროები ისხდნენ. ერთ-ერთი დაკარგული სამხედროს ახლობელი გამოცემასთან სუბარში ამბობს, რომ მანქანაში მყოფი სამხედროებიდან არავინ, მათ შორის არც მაიორი სუხრობ კარიმოვი არ დაბრუნებულა. მისი ცნობით, მშობლებმა უკვე იციან, რომ მათი შვილი სამი კვირაა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. თავდაცვის სამინისტრომ ისინი სამხედრო ჰოსპიტალში დაიბარა და დნმ-ის ანალიზიც ჩააბარებინა. მათი თქმით, კარიმოვი 2018 წლის ზაფხულში უკვე მეორედ წავიდა სირიაში. ის 35 წლის იყო და 38-ე მოტომსროლელ ბრიგადაში ირიცხებოდა. ის კარგად ფლობდა არაბულ ენას და ადგილობრივებს თარჯიმნობასაც უწევდა.

გამოცემასთან საუბრისას, მისი ანონიმი ახლობელი ამბობს, რომ კარიმოვმა სამხედრო კარიერა 2010 წელს დუშანბეში დაიწყო, სადაც უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო. იქ მსახურებისას სამხედრო შემთხვევით ადგიობრივის ცეცხლმოკიდებულ სახლთან აღმოჩნდა, საიდანაც 8 წლის ბავშვი გადაარჩინა. "თუმცა, ამაზე საუბარს ერიდებოდა, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, ყველა ასე მოიქცეოდა", - უთხრა მან ადგილობრივ გამოცემას.

ბოლოს კარიმოვმა ოჯახის წევრებს 22 თებერვალს დაურეკა. მას შემდეგ მშობლებს არ დაკავშირებია. ოჯახს თავდაცვის სამინისტროდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკეს. უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კარიმოვი და რამდენიმე სამხედრო ოფიცერი УАЗ -ით გადაადგილდებოდნენ, რომელიც ტერორისტების სამიზნე გახდა.

"ჩემი ინფორმაციით, მანქანაში კიდევ ორი პოლკოვნიკი იყო", - ამბობს BBC.com-ის წყარო. მისივე თქმით, კარიმოვის მშობლებს დნმ-ის ანალიზი ჩააბარებინეს, თუმცა შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ მათი დნმ-ი სირიიდან ჩამოსვენებული სამხედრეობიდან არცერთის დნმ-ს დამეთხვა. უწყებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ სირიიდან კიდევ რამდენიმე სამხედროს ცხედარი ჩამოასვენეს და მათი იდენტიფიკაცია ჯერჯერობით არ მომხდარა.

"კარიმოვის ოჯახში, თავდაცვის უწყებიდან ფსიქოლოგიც მივიდა, მაგრამ დაკარგული სამხედროს მამამ ის გააგდო. მამამისიც სამხედრო იყო. ბიძამისმა კი რამდენიმე წლის წინ, სავარაუდოდ, 2000-იანების დასაწყისში რუსეთის გმირის წოდება მიიღო - ის სირიაში გენერალური შტაბის სამხედრო მრჩეველი გახლდათ", - ამბობს კარიმოვის ახლობელი.

სამხედრო ექსპერტი დიმიტრი კრამჩუკი წერს, რომ რუსეთის მეთაურობა ინფორმაციას მუდმივად მალავს. მისი ცნობით, 22 თებერვალს სირიაში ოთხი რუსი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის არის, სპეცდანიშნულების ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ალბერტ ომაროვი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტიმჩუკის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს და არც დეირ-აზ-ზორში მომხდარ შემთხვევაზე ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას. რუსული მედია წერს, რომ სირიაში წლების განმავლობაში უამრავი რუსი სამხედრო "გაქრა".

საგამოძიებო ჯგუფის Conflict Intelligence Team-ის ხელმძღვანელი, რუსლან ლევიევი აცხადებს, რომ ISIS-ის ტერორისტული დაჯგუფებები პარტიზანულ ბრძოლებზე გადავიდნენ. "ამა თუ იმ ქალაქის გათავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ იქ ტერორისტები არ არიან. გარშემო არსებული უდაბნოების გაკონტროლება ძალიან რთულია. მცირედი შეტაკებები აუცილებლად იქნება, რადგან ასადის რეპრესიული რეჟიმის პირობებში სუნიტური მოსახლეობა რადიკალების მხარდაჭერასა და მათ რიგებში გაწევრიანებას განაგრძობს", - აცხადებს ლევიევი.

მისივე თქმით, სირიაში რომ პარტიზანულმა ბრძოლებმა იფეთქა, ამის დასტურია რამდენიმე დღის წინ სირიის ჩრდიელოეთით, მანბიჯაში მომხდარი შეტაკება, რა დროსაც ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ.

BBC.com-ის ცნობით, რუსეთი წლებია სირიაში სამხედროების დაკარგვის ფაქტებზე დუმს. გამოცემამ იანვარში სპეციალური ოპერაციების ოფიცრის, მაქსიმ პლეტნოვისა და ოფიცერ ანდრანიკა არუსტიმიანის დაკარგვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ 2015 წლის სექტემბრიდან სირიაში 42 რუსი სამხედრო დაიღუპა, მოგვიანებით ეს რიცხვი 67-მდე გაიზარდა, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, სინამდვილეში დაღუპულთა რაოდენობა ბევრად მეტია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე