ავტორი:

"მეც თქვენ გვერდით უნდა ვიწვე," - მამისა და ძმის დაკრძალვაზე ახალ ზელანდიაში ბიჭი ეტლით მივიდა

"მეც თქვენ გვერდით უნდა ვიწვე," - მამისა და ძმის დაკრძალვაზე ახალ ზელანდიაში ბიჭი ეტლით მივიდა

ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს გარდაცვლილებიდან პირველად სირიელი მამა-შვილი დაკრძალეს. BBC-ს ინფორმაციით, 44 წლის ხალედ მუსტაფა და 16 წლის ჰამზა ახალ ზელანდიაში სირიიდან გასულ წელს ჩავიდნენ.

ისლამური ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილს იმავე დღეს კრძალავენ, თუმცა ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესის გაჭიანურების გამო ტერაქტის მსხვერპლთა დაკრძალვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ქრაისთჩერჩის ისლამურ ცენტრთან მდებარე სასაფლაოზე ასობით ადამიანი მივიდა. მამა-შვილი, რომელიც დღეს დაკრძალეს, ახალ ზელანდიაში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა.

ხალედს ცოლი და კიდევ ერთი შვილი დარჩა, ბიჭი ტერაქტის დროს მხოლოდ დაიჭრა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზაიდ მუსტაფა მამისა და ძმის დაკრძალვას ეტლით დაესწრო.

„ახლა თქვენ წინ არ უნდა ვიდგე, მეც თქვენ გვერდით უნდა ვიწვე...“ - ამბობდა ზაიდი ოჯახის წევრების საფლავზე.

როგორც BBC წერს, დღის განმავლობაში სხვა ცხედრებსაც დაკრძალავენ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 22 მარტს მთელს ქვეყანაში წუთიერი დუმილი გამოცხადდება. პარასკევი მუსულმანებისთვის ლოცვის დღეა, 22 მარტს კი ტერაქტიდან ზუსტად ერთი კვირა იქნება გასული.

დღეს ჯასინდა არდერნი სტუმრობდა სკოლას, რომლის რამდენიმე მოსწავლე ტერაქტს ემსხვერპლა. პრემიერმა სთხოვა ბავშვებს, დაეხმარონ მას რასიზმის დაძლევაში და მოუწოდა, არასოდეს ახსენონ თავდამსხმელის სახელი და არ გაიხსენონ, რაც მან ჩაიდინა.

ჯასინდა არდერნი მოსწავლეებთან ერთად

ტერაქტს, რომელიც ავსტრალიელმა მამაკაცმა ბრენტონ ტერანტმა მეჩეთში განახორციელა, 50 ადამიანი ემსხვერპლა. ტარანტი საკუთარ თავს სუპრემასისტს უწოდებს. ჯერჯერობით მას ბრალი მხოლოდ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, თუმცა მოსამართლის განცხადებით, მას ბრალი დაუმძიმდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე