ავტორი:

"გეძლევათ შანსი, აღადგინოთ ძველი ურთიერთობა" - როგორ გავლენას მოახდენს 21 მარტის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე?

"გეძლევათ შანსი, აღადგინოთ ძველი ურთიერთობა" - როგორ გავლენას მოახდენს 21 მარტის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე?

რა ასტროლოგიური და ასტრონომიული მოვლენები ხდება 21 მარტს და როგორ გავლენას მოახდენს მოსალოდნელი სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე?

"ამ კვირის ასტრო-მოვლენებიდან რასაკვირველია ყველაზე მნიშვნელოვანი 21 მარტს, თბილისის დროით 00:58 წუთზე თევზების ნიშნიდან ვერძის ზოდიაქოში მზის გადაბრძანებაა. მოგეხსენებათ, ეს არის გაზაფხულის ბუნიობის წერტილი, ანუ ის მომენტი, როდესაც დღე და ღამე ერთმანეთის ტოლია თავისი ხანგრძლივობით. ასტრონომიული თვალსაზრისით, ეს ხდება მაშინ, როდესაც, მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე თავისი ხილული მოძრაობისას გადაჰკვეთს ცის ეკვატორს. ასევე ასტრონომიულად, სწორედ ეს მომენტი ითვლება ახალი წლის დასაწყისად. და სხვათა შორის, არაერთი ერი დღემდე ამ დღეს ზეიმობს ხოლმე კიდეც ახალ წელს.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უძველესი გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული ტარდებოდა მექსიკაში, მაიას ტომებში, სადაც ამ დღის აღსანიშნად მთავარი პირამიდის - ელ კასტილიოს წვერზე იმართებოდა სამსხვერპლო რიტუალი.

ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, ასევე ირანი, ავღანეთი, შუა აზიის ქვეყნები - ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა კვლავაც აღნიშნევენ გაზაფხულის ბუნიაობის დღესასწაულს - ნავრუზობას, თუმცა რასაკვირველია, დღევანდელი ფორმით ეს ზეიმი სრულიად მშვიდობიანი ხასიათისაა.

ნავრუზობა ზოროასტრიული წარმოშობისაა და მზის თაყვანისცემის კულტი უდევს საფუძვლად. უძველსი სპარსული იმპერიის დედაქალაქ პერსიპოლში, რომელსაც სათავეში აქმენიანთა დინასტია ედგა, აღმოჩენილია ზოროასტრიული ბარელიეფი, რომელზედაც გამოსახულია ნავრუზის სიმბოლო - ხარისა და ლომის ბრძოლა, სადაც ხარი განასახიერებს დედამიწას, ხოლო ლომი მზეს. გაზაფხულის ბუნიაობის დღეს ზოროასტრიელების აზრით, ამ ორი საწყისის ძალა იყო თანაბარი. თუმცა, ჩვენთვის, ასტროლოგიის მოყვარულებისათვის ამ დღეს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

დაახლოებით ერთი მეოთხედი საუკუნის წინ 1993 წელს ამერიკული ასოციაციის AFAN-ის ასტროლოგებმა სურვილი გამოთქვეს გაზაფხულის ბუნიობა ასტროლოგიის საერთაშორისო დღედ გამოეცხადებინათ; თუმცა, როგორც იცით, ბუნიაობა ყველთვის ერთსა და იმავე თარიღს არ ემთხვევა. მზის ვერძის 0 გრადუსზე გადასვლა სხვადასხვა წელს შესაძლოა მოხდეს 19, 20 ან 21 მარტს. თარიღის მუდმივი ცვლილებების გამო მოსალოდნელი გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად, მათ ასტროლოგიურ საზოგადოებას ამ დღესასწაულის 20 მარტს აღნიშვნა შესთავაზეს. მას მერე ეს დღესასწაული სისტემატურად აღიშნება სხვადასხვა ქვეყნის ასტრომოყვარულთა საზოგადოებებში. პროფესიონალი ასტროლოგები ამ თარიღთან დაკავშირებით მართავენ ღია სემინარებს, კონფერენციებს. უკვე მესამე წელია საქართველოც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში. რიგით III ასტროლოგიური კონფერენცია საქართველოში ამჯერად 24 მარტს ჩატარდება", - წერს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი.

სავსემთვარეობა

ასტროლოგების თქმით, მარტში ძალიან აქტუალური გახდება პირადი ცხოვრება, რაზეც, პირველ რიგში, 21 მარტის (თბილისის დროით 21 მარტი 2019, 05:42) სავსემთვარეობა იმოქმედებს, რაშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სასწორის ზოდიაქოს ნიშანი.

სასწორი ნებისმიერ ურთიერთობაში (რომანტიკულშიცა და პარტნიორულშიც) შემოიტანს გამოცდას, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბაროთ. იმის შემდეგ, რაც წინააღმდეგობას ერთობლივად გადალახავთ, მაგიური პერიოდი დგება. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ყველა პრობლემურ წყვილის მეორე შანსი მიეცემა ბენდიერების მოსაპოვებლად. ის, ვინც კმაყოფილია თავისი პირადი ცხოვრებით, სულიერ ჰარმონიას მიაღწევს. გაძლიერდება პარტნიორული კავშირი, გაქრება ეჭვები. მოსალოდნელია პიროვნული ზრდა და საერთო გეგმები: თანაცხოვრება, სახლის შეძენა, ხელის მოწერა, ჯვრისწერა. სავსე მთვარის დროს პლანეტა მერკური რეტროგრადული იქნება, ასე რომ გეძლევათ შანსი აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, გაანალიზოთ წარსულში დაშვებული შეცდომები. გამორიცხული არ არის, შეძლოთ იმ ფაზლის პოვნა, რომელიც სრულ სურათს დაგიხატავთ. შესაძლოა თქვენი პარტნიორი ხელს გიშლით სასურველი მიზნისმიღწევაში. ყური უგდეთ საკუთარ მეს. კოსმოსი გაგათავისუფლებთ უსიამოვნო ურთიერთობისგან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს