ავტორი:

"ყოფილ მეუღლეს 3 000 ლარს სთხოვდა... ძმის და მამის მოკვლით ემუქრებოდა" - ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულს 3 წელი მიესაჯა

"ყოფილ მეუღლეს 3 000 ლარს სთხოვდა... ძმის და მამის მოკვლით ემუქრებოდა" - ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულს 3 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული გამოძალვისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე თ.ჯ. დამნაშავედ ცნო და 3 წელი მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 დეკემბრიდან 2018 წლის 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილი მეუღლის თ.ლ-ს მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

2018 წლის მაისში თ.ჯ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თ.ლ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა რომ, 2018 წლის პირველი ივნისიდან 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილ მეუღლეს 3 000 ლარს სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თ.ლ.-ს, ასევე მას ძმის და მამის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ვინაიდან თ.ლ-ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა, მან 2018 წლის 14 ივნისს თ.ჯ-ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 500 ლარი გადასცა.

სამართალდამცველებმა თ.ჯ. 2018 წლის 14 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს.

მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს