ავტორი:

კოსტავაზე სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ავტოსაგზაო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

კოსტავაზე სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ავტოსაგზაო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

კოსტავას ქუჩაზე სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გოგა კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"12:20 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ კოსტავას ქუჩა N12-ში იწვოდა სასტუმროს გადახურვა. დაახლოებით 5 წუთში მობილიზებული იყო 11 ავტოცისტერნა, 2 სამაშველო ჯგუფი და 2 ავტოკიბე. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის მალე ლოკალიზება. ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები," - განაცხადა გოგა კერესელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო