ავტორი:

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი, რომელიც კათოლიკე ბერია, 1 მლნ დოლარს 10 წლის განმავლობაში მიიღებს

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი, რომელიც კათოლიკე ბერია, 1 მლნ დოლარს 10 წლის განმავლობაში მიიღებს

რამდენიმე დღის წინ კენიელი პედაგოგი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა. პიტერ ტაბიჩი ვარკის ფონდისგან 1 მლნ დოლარს მიიღებს.

36 წლის ტაბიჩი, რომელიც სოფელ პვანაში მეცნიერებებს ასწავლის, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. პედაგოგი კათოლიკური ეკლესიის წევრია - ის ფრანცისკანელი ბერია.

კენიური საინფორმაციო პორტალი citizentv.co.ke წერს, რომ მილიონი დოლარი, რომელიც ტაბაჩიმ მიიღო, მის ანგარიშზე 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაირიცხება. ამას გარდა, მან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს.

ბერი ვარკის ფონდისგან წელიწადში 100 ათას დოლარს მიიღებს. ფონდის ინფორმაციით, გამარჯვებული ვალდებულია, 5 წლის განმავლობაში იმუშაოს მასწავლებლად, ამავე პერიოდის მანძილზე უნდა იყოს ვარკის ფონდის ელჩიც, რაც გულისხმობს სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებას, მედიასთან საუბარს, მოსამზადებელი კურსების გავლას. სამოგზაურო ხარჯებს მთლიანად ვარკის ფონდი დაფარავს.

ვარკის ფონდი გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვებისთვის განათლების უზრუნველსაყოფად მუშაობს.

ორგანიზაცია 2010 წელს ინდოელმა ბიზნესმენმა სანი ვარკიმ დააფუძნა. ფონდი განვითარებად ქვეყნებში ათასობით მასწავლებელს ამზადებს, ახორციელებს სხვადასხვა პროგრამასა და პროექტს.

„ეს ჯილდო არა ჩემი, არამედ აფრიკის კონტინენტის ახალგაზრდების აღიარებაა. მე აქ მხოლოდ ჩემი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატების გამო ვარ. ჯილდო მათ ახალ საშუალებებს აძლევს და მსოფლიოს ეუბნება, რომ მათ ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ,“ - განაცხადა ტაბიჩიმ ჯილდოს მიღების შემდეგ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე