ავტორი:

მეფე, რომელმაც „სიბრძნე-გონიერებითა და ცოდნით დაიმორჩილა მთელი საქართველო“

მეფე, რომელმაც „სიბრძნე-გონიერებითა და ცოდნით დაიმორჩილა მთელი საქართველო“

ეპოქის სულს ძლიერი პიროვნებები განსაზღვრავენ... პიროვნების პირადი თვისებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია, როგორც ააღორძინოს, გააძლიეროს ერი, ასევე - უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის განვითარებაზე.

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფეა გიორგი V, „ბრწყინვალედ“ წოდებული. ის იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკოსი. შეძლო და დანაწევრებული საქართველო ისევ ერთ საზღვრებში მოაქცია. დაასრულა მონღოლთა ბატონობა, შიდა დაპირისპირებებს გაუმკლავდა, მოჭრა ქართული მონეტა „გიორგაული თეთრი“ და ურთიერთობა დაამყარა დასავლეთთან.

გიორგი ბრწყინვალე იყო მეფე, რომელსაც განადგურებული ქვეყანა ჩაბარდა ხელთ, თუმცა გონივრული მოქმედებებით მან შესძლო მტრისგან აოხრებული სამშობლო ფეხზე დეყენებინა. მონღოლთა მთავარ ვეზირთან, ჩობან ნოინთან კარგი ურთიერთიერთობის დაჭერით შესძლო და ჯერ თითქმის გაწმინდა მონღოლებისგან ქვეყანა, ხოლო შემდეგ, ვეზირის სიკვდილის შემდეგ დაასრულა მათი საუკუნოვანი ბატონობა. მნიშვნელოვანია, რომ მონღოლების ბატონობის პერიოდში, მონღოლური ფულის პარალელურად, გიორგი მეფემ მოაჭრევინა ვერცხლის მონეტა, რომელსაც „გიორგაულ თეთრს“ უწოდებენ. 1329 წელს გიორგიმ შემოიერთა დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334 წელს სამცხის ათაბაგობა უბოძა და ერთგულების ფიცი დაადებინა სარგისის შვილ ყვარყვარეს. ასე მოახერხა მთელი ქვეყნის ხელახლა გაერთიანება. 1335 წელს მან მონღოლებსაც შეუწყვიტა ხარკი და მართვის სადავეები სრულიად აიღო ხელში.

ყურადღება მიაქცია იერუსალიმში არსებულ ქართველთა ეკლესია-მონასტრებს. ჯერ კიდევ 1316 წელს, როცა თვითონ გიორგი VI-ის მეურვედ ითვლებოდა გაგზავნა პირველი ელჩობა ეგვიპტის სასულთნოში. 1320 წელს მეორე ელჩობის შემდეგ სულთანმა გაითვალისწინა მისი თხოვნა და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, ქართველებს ქრისტეს საფლავის კლიტეები დაუბრუნა, ცხენზე ამხედრების ქრისტიანებისთვის შეურაცხყმყოფელი წესიც გააუქმა, მომლოცველები ხარკისგან გაათავისუფლა და ნება დართო გაშლილი დროშებით შესულიყვნენ იერუსალიმში.

საყურადღებოა, რომ კურსი მეფეს მუდამ დასავლეთისკენ ჰქონდა აღებული. მან ურთიერთობა დაიჭირა რომის პაპთან, იოანე XXII-თან. სმირნიდან თბილისში საეპისკოპო კათედრაც, სწორედ ამის შემდეგ გადაიტანეს. ჩვენს მეფეს საფრანგეთის მმართველ ფილიპე VI-თანაც ჰქონდა მიმოწერა. გიორგი ფილიპეს დახმარებას ჰპირდებოდა 30 000-იანი ლაშქარით სირია-პალესტინის წმინდა მიწების დასაბრუნებლად ბრძოლაში.

გიორგი ბრწყინვალე არამარტო საგარეო პოლიტიკას წარმართავდა წარმატებით, არამედ საშინაო პრობლემებსაც არ უშინდებოდა. აღსანიშნავია „ძეგლისდება“, მთიელებისთვის შექმნილი კანონთა კრებული. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს და იწვევდნენ ქვეყანაში შინააშლილობას, საჭირო გახდა რამენაირად ამ პრობლემის გადაჭრა. გიორგი მეფემ ამჯერად ამ კანონთა კრებულით შეძლო ზედმეტი სისხლისღვრა აერიდებინა თავიდან.

საქართველოს დიდებულ მეფეზე, გიორგი ბრწყინვალეზე უფრო დეტალური და საინტერესო ინფორმაციის მიღება „ქართველი მეფეების“ ახალი ტომიდან შეგეძლებათ. 25 მარტიდან სერიას დიპლომატი მეფის - „გიორგი ბრწყინვალის“ ისტორია შეემატა. შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში. წიგნის სპეციალური ფასი 5.50, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად კი 7 ლარია.

„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე

„ბიბლუსი“  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - რა სურპრიზები ელოდება მკითხველს?

ვინ იყო საფო მგელაძე, თავისუფლების მოყვარული ქალი-მწერალი, რომელსაც „ქართველი ჟორჟ სანდი“ შეარქვეს