ავტორი:

"მოვიდა ჰარმონიული ურთიერთობების პერიოდი, ბევრი ახალი წყვილი შეიქმნება ამ დროს" - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 20 აპრილამდე

"მოვიდა ჰარმონიული ურთიერთობების პერიოდი, ბევრი ახალი წყვილი შეიქმნება ამ დროს" - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 20 აპრილამდე

ასტროლოგები უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერენ და ზოდიაქოს ნიშნებს შესაბამის რეკომენდაციებს სთავაზობენ:

ხათუნა ნოელი:

მერკური შემოტრიალებას იწყებს! მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ვიდრე შემობრუნდება და წინსვლაზე გადავა, პლანეტა აუცილებლად მოძრაობას ანელებს და რაღაც დროით ჩერდება კიდეც. ჰოდა, აი ხვალამდე ასეთ "დასტოპებულ" მდგომარეობაში გვეყოლება მერკური ცაზე. ეს ამბავი კიდევ უფრო შეანელებს ყველა მერკურიანულ პროცესს:

  • შესაძლოა ტრანსპორტმა დაიგვიანოს.
  • მატარებელი შუა გზაში გაჩერდეს.
  • ვის ზარსაც ელოდით - არ დარეკოს ან მთელი დღე გალოდინოთ.
  • ახალი მასალის ათვისებას ხომ ნეღარ იტყვით - თავში არაფერი შედის. ამიტომ არ ეჩხუბოთ შვილებს თუ ეს ორი დღე მეცადინეობა გაუჭირდებათ.
  • დღეს, ხვალ საბუთებზე ხელის მოწერა არ ვარგა, არც სამოგზაუროდ წასვლა.
  • ფრთხილად კომპიუტერთან - სტაციონარულმა მერკურიმ შესაძლოა მთელი დღის ნაწვალებ-ნაშრომი დოკუმენტი არ შეგინახოთ.
  • კარგი რაცაა - თანაგრძნობა მატულობს ადამიანებში, ასევე შესაძლოა მხატვრულმა ნიჭმა გაიღვიძოს თქვენში ან ექსტრასენსორულმა უნარმა. თუ არადა ეცადეთ, უბრალოდ გადააგოროთ ეს დღეები. 30 მარტიდან მერკური დირექტული გახდება და ყველაფერი დალაგდება.

ქეთი ვაწაძე:

დღეს ვენერა თევზებში, თავისი ეგზალტაციის ნიშანში გადავიდა!

მოვიდა ლამაზი, ჰარმონიული ურთიერთობების პერიოდი! წესით, ბევრი ახალი წყვილი შეიქმნება ამ დროს... იქნება მოთხოვნილება სილამაზეზე, სიყვარულზე, ურთიერთობებზე. ვენერა, ასევე, ფინანსებიცაა, ასე რომ, ამ მხრივადაც არაა ცუდი პერიოდი.

ვენერას თევზებში გადასვლა განსაკუთრებით აისახება სასწორზე, კუროსა და თევზების წარმომადგენლებზე

გამოიყენეთ ვენერას ეს ტრანზიტი, რომელიც 20 აპრილამდე გასტანს და ბევრ ლამაზ, ჰარმონიულ დღეს გვპირდება ყველას!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს