ავტორი:

ქალმა მშობიარობიდან 26 დღეში ტყუპები გააჩინა

ქალმა მშობიარობიდან 26 დღეში ტყუპები გააჩინა

20 წლის ბანგლადეშელმა გოგონამ მშობიარობიდან 26 დღის შემდეგ ტყუპები გააჩინა, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

არიფა სულთანამ თებერვლის ბოლოს ბიჭი გააჩინა. გინეკოლოგი შეილა პოდარი ამბობს, რომ მშობიარობა სრულიად ნორმალური იყო და დედა-შვილი სამშობიაროდან მალე გაწერეს. რამდენიმე კვირაში კი სულთანამ კლინიკას კიდევ ერთხელ მიაკითხა. პოდარის თქმით, გოგონა მუცლის ტკივილს უჩიოდა. ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ არიფა ტყუპებზე იყო ორსულად.

როგორც გაირკვა, გოგონას ორი საშვილოსნო აქვს. პირველი ბავშვი და ტყუპები სხვადასხვა საშვილოსნოში ჩაისახნენ. იმის გამო, რომ სულთანამ პირველ მშობიარობამდე არცერთი ულტრაბგერითი კვლევა არ ჩაიტარა, ტყუპებისა და მეორე საშვილოსნოს შესახებ ექიმებმა არაფერი იცოდნენ.

პოდარმა გოგონას სასწრაფოდ საკეისრო კვეთა ჩაუტარა, ახალშობილები გოგო და ბიჭი არიან.

„სამივე ბავშვი და მათი დედა თავს შესანიშნავად გრძნობენ,“ - განაცხადა გინეკოლოგმა.

გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები

ასტროლოგიური წლის ბოლო ახალი მთვარე და განწმენდის რიტუალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვინ იგრძნობს 23 თებერვლის ახალმთვარეობას ყველაზე მეტად

ჰარი პროდუქტებით და სენდვიჩებით სუპერმარკეტში - როგორ ცხოვრობს კანადაში უტიტულო პრინცი