ავტორი:

მესამე სართულიდან გადავარდნილი ნასვამი მამაკაცი მანქანას დაეცა - რა მოხდა დიდ დიღომში

მესამე სართულიდან გადავარდნილი ნასვამი მამაკაცი მანქანას დაეცა - რა მოხდა დიდ დიღომში

დიდ დიღომში ნასვამი მამაკაცი მესამე სართულიდან გადავარდა და პარკინგზე მდგომ მანქანას დაეცა. ამის შესახებ „ფეისბუქზე“ მანქანის მფლობელი წერს და დაზიანებული ავტომობილის ფოტოსაც აქვეყნებს.

„ეს არის ჩემი მანქანა, რომელსაც არც მეტი და არც ნაკლები, პარკირებაზე მდგომს, მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ნასვამი კაცი დაეცა. კაცი კარგადაა, მსუბუქი მოტეხილობებით გადარჩა, აი ჩემი მანქანა კი გმირია, ადამიანის სიცოცხლე იხსნა. პ.ს. კიდევ კარგი დაზღვეული მყავდა,“ - წერს პოსტის ავტორი.

მისივე თქმით, ინციდენტის შესახებ პოლიციამ აცნობა.

"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე... ის მილებად გადააქციეს" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"?

"ხულიგნებს ერიდეთ...უკან რომ მოვბრუნდი, ასე დამხვდა" - "ბაიკერი" ბებო სოციალურ ქსელს იპყრობს