ავტორი:

სამშენებლო სამუშაოები შენობის ნულ სართულზე მიმდინარეობდა - მაშველები 40 წლამდე მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

სამშენებლო სამუშაოები შენობის ნულ სართულზე მიმდინარეობდა - მაშველები 40 წლამდე მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

მაშველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში, სადაც დღეს მიწა ჩამოიშალა, სამუშაოები ნულ სართულზე მიმდინარეობდა. მათი ცნობით, სამუშაოების დროს დიდი რაოდენობით მიწა და ბეტონის ნაზავი ჩამოიშალა.

სამძებრო სამუშაოებს მხოლოდ ცოცხალი ძალა ასრულებს და მაშველები ტექნიკას არ იყენებენ.

ამასთან, ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის გეომორფოლოგის თქმით, სპეციალური ხელსაწყოთი დაადგენენ, სად შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი.

„მხელით ეძებენ მაშველები, რადგან თუ ცოცხალია, ასე ჯობს. ჩვენ დავეხმარებით გეორადარით, რათა ზუსტად მოხდეს იმ ადგილის სკანირება, თუ სად შეიძლება მიწისქვეშ ადამიანი იმყოფებოდეს“, - განაცხადა გეომორფოლოგმა ლაშა სუხიშვილმა.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად 25 წლის მუშა დაიღუპა. 40 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო