უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. ტელეარხ 112-ის ეგზიტპოლების მონაცემებით, პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ ხმათა 30,7% აიღო, ხოლო პეტრო პოროშენკომ კი 18,6%. ეს კი ნიშნავს, რომ აღნიშნულ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება. კანონით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ იულია ტიმოშენკო მესამე ადგილზეა 14%-ით.
დაახლოებით ძალთა ასეთი ბალანსია სხვა ეგზიტპოლების მიხედვითაც.