ავტორი:

მილანში 27 წლის ქართველი სტუდენტი გარდაიცვალა

მილანში 27 წლის ქართველი სტუდენტი გარდაიცვალა

27 წლის ქართველი გოგონა, რომელიც მილანში სწავლობდა, გარდაცვლილი იპოვეს. იზა ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გოგონა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა.

იზა ქავთარაძე საქართველოში ყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თეატრალური დასის მსახიობი იყო. მისი გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოხატავენ სეუს თეატრალური დასის წევრები:

"გარდაიცვალა სეუს თეატრალური დასის პირველი თაობის მსახიობი და მომღერალი იზა ქავთარაძე.... სეუს თეატრალური დასი მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი უმშვენიერესი იზას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს" - ვკითხულობთ უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევასთან დაკავშირებით საკონსულო ინფორმირებულია და მას შემდეგ, რაც იტალიაში, მათი ქვეყნის მხრიდან გათვალიწინებული შესაბამისი პროცედურები დამთავრდება, გარდაცვლილი იზა ქავთარაძის გადმოსვენების პროცედურები დაიწყება.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო