ავტორი:

ორი უდანაშაულო მამაკაცი 43 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს - ემოციური კადრები, სადაც ყოფილი პატიმარი მიწას კოცნის

ორი უდანაშაულო მამაკაცი 43 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს - ემოციური კადრები, სადაც ყოფილი პატიმარი მიწას კოცნის

ორმა მამაკაცმა ციხეში 43 წელი გაატარა და ისინი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

1976 წლის მაისში კლიფორდ უილიამსი 34-ის, ხოლო მისი ძმისშვილი, ჰუბერტ ნათან მაიერსი 18 წლის იყო. ისინი ჯექსონვილში წვეულებაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ახლო მდებარე სახლში 2 ქალს ცეცხლი გაუხსნეს, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. უილიამსი და მაიერსი დაიჭირეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

ვიდეო : რა გააკეთა გათავისუფლების შემდეგ მამაკაცმა, რომელმაც ციხეში 43 წელი გაატარა და რამდენიმე დღის წინ უდანაშაულოდ ცნე

რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ ისინი გაათავისუფლა. ემოციური კადრები ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, ყოფილი პატიმრები ჯერ ერთმანეთს ჩაეხუტნენ, შემდეგ კი ოჯახის დანარჩენ წევრებს შეუერთდნენ. ფოტოებზე ჩანს, როგორ კოცნის მაიერსი მიწას.

ქალმა, რომელიც სროლის შემდეგ გადარჩა, პოლიციასთან განაცხადა, რომ უილიამსი და მაიერსი მათ ოთახში შევიდნენ და ლოგინში მყოფ ქალებს ცეცხლი ორი იარაღიდან გაუხსნეს, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ შენობის გარედან იყო ნასროლი, თანაც - მხოლოდ ერთი იარაღით. წვეულებაზე მყოფი ხალხი ამბობდა, რომ ბიძა და ძმისშვილი მათთან ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც სროლის ხმა გაისმა. ამის მიუხედავად, მამაკაცები 2 დღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მკვლელობაში დაადანაშაულეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

მაიერსი და უილიამსი სასამართლო პროცესზე და პატიმრობის 43 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ აცხადებდნენ, რომ უდანაშაულოები იყვნენ.

საქმის გადასინჯვა 2017 წელს დაიწყო, როდესაც აღნიშნული მოთხოვნით პეტიცია შედგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რეალურმა მკვლელმა ჩადენილი დანაშაული არაერთ ადამიანთან აღიარა და ამბობდა, რომ ტყუილად დაპატიმრებული ადამიანების გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მამაკაცი ცოცხალი აღარ არის, ის 1994 წელს გარდაიცვალა.

ხელახალმა გამოძიებამ მაიერსისა და უილიამსის უდანაშაულობა დაამტკიცა. ბიძა ახლა 76 წლისაა, ძმიშვილი კი 61-ის.

„ცხოვრების თითქმის 43 წელი დავკარგე, ამ წლებს აღარავინ დამიბრუნებს უკან. ვეცდები, მაქსიმალურად ვისიამოვნო თავისუფლებით და ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნით,“ - ამბობს მაიერსი.

ზაფხული მსოფლიოსთვის სახიფათოდ ცხელი ხდება - "სიცხის სტრესი" მილიარდზე მეტ ადამიანზე იმოქმედებს

3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით დაემუქრა