ავტორი:

ზაფხული მსოფლიოსთვის სახიფათოდ ცხელი ხდება - "სიცხის სტრესი" მილიარდზე მეტ ადამიანზე იმოქმედებს

ზაფხული მსოფლიოსთვის სახიფათოდ ცხელი ხდება - "სიცხის სტრესი" მილიარდზე მეტ ადამიანზე იმოქმედებს

მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს შესაძლოა, სიცხის საშიში დონის პირობებში ცხოვრება მოუწიოს და ყოველივე ჯანმრთელობის პრობლემების განმაპირობებელი გახდეს.ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, გლობალური დათბობა და ტემპერატურის მატება განსაკუთრებით სავალალო შესაძლოა, განვითარებადი ქვეყნებისთვის აღმოჩნდეს, სადაც ცხოვრების არცთუ ისე სახარბიელო პირობებია.

ჰაერის ტემპერატურა თანდათან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება - "სიცხის სტრესი" გავლენას მილიარდზე მეტ ადამიანზე მოახდენს.

სტატიაში სათაურით, "ზაფხულები შეიძლება ადამიანებისთვის გადაჭარბებით ცხელი გახდეს“, ავტორი აღნიშნავს, რომ განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს სამუშაოს შესრულება სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ. ეს მოიცავს მეურნეობებს, სამშენებლო სამუშაოებს და ა.შ.

ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანებს კარგა ხანია უწევთ ადაპტირება გადაჭარბებულ სიცხესთან, მაგრამ ეს არცთუ ისე წარმატებით გამოსდით. გამოცემასთან აღნიშნულ საკითხზე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქვეყანაში მცხოვრების ექიმი, ჯიმი ლი საუბრობს.

ექიმი ამბობს, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც სინგაპურშია, აქვეითებს მისი მუშაობის უნარს, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარს, მას და ასევე კოლეგებს უფრო გაღიზიანებულს ხდის.

ექიმი საუბრობს სიცხისგან გამოწვეულ სტრესზე და ამბობს, რომ ყოველივეს გამო ხშირად, ფაქტობრივად, შრომის უუნაროა.

  • რას გულისხმობს "სიცხის სტრესი“?

ეს არის მდგომარეობა, რომელიც სხეულს ართმევს გაგრილების უნარს, როცა სხეულის ტემპერატურაც ჰაერის გადაჭარბებულად მაღალი ტემპერატურის გამო, მაღალია. ასეთ დროს საკვანძო ორგანოები ითიშება და მოქმედების უნარს კარგავს.

ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორის, ექიმ რებეკა ლუკასის თქმით, სიცხემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა, დეზორიენტაცია და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

დადგენილია, რომ 29 ცელსიუსზე არ შეიძლება ვარჯიში. აღსანიშნავია, რომ BBC-ის ცნობით, ამ საზომს იყენებენ 1950 წლიდან აშშ-ში ჯარისკაცების უსაფრთხოების დასაცავად და მიჩნეულია, რომ ჰაერის ასეთ ტემპერატურაზე ვარჯიში არ შეიძლება განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც გარემოს მსგავს პირობებთან ადაპტირებული არ არის.

გამოცემა სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ 32 გრადუს ცელსიუსზე ვარჯიში აუცილებლად უნდა შეწყდეს, ვინაიდან ეს სიცოცხლისთვის სარისკოა.

იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 41 გრადუსამდეა, ან მას სცდება, გარეთ ყოფნა დაუშვებელია, ვინაიდან, ყოველივემ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, კარდიოვასკულარული პრობლემები, თირკმელების უკმარისობა და ა.შ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ წლიდან წლამდე გლობალური დათბობის მასშტაბები იზრდება, ტემპერატურა იმატებს, ზაფხულები უფრო ცხელი ხდება. BBC-ის ცნობით, კვლევის მიხედვით, თუ გლობალური დათბობა იგივე ტემპით გაგრძელდება, "სიცხის სტრესი“ 2100 წლისთვის გავლენას მოახდენს დაახლოებით 1.2 მილიარდ ადამიანზე, რაც დღევანდელ მონაცემებთან შედარებით ოთხჯერ მეტია.

"ჩვენ ადამიანები ვცხოვრობთ ტემპერატურის კონკრეტული დიაპაზონის პირობებში. ცხადია, თუ ტემპერატურის მომატება გაგრძელდება, ადრე თუ გვიან მსოფლიოს ბევრ ადგილას ვნახავთ ისეთ პირობებს, რომელიც ძალიან საზიანოა ადამიანისთვის“,- ამბობს ბრიტანელი პროფესორი რიჩარდ ბეტსი.

"ეს COVID-ია და ეს რეალობაა" - ჯენიფერ ენისტონი ინფიცირებული მეგობრის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ირანში CIA-ის  სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასაჯეს

COVID-19-ით ინფიცირებული აიშვარია რაი კლინიკაში გადაიყვანეს