ავტორი:

როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველი გოგონები, რომლებმაც მილიონერ მამაკაცებზე იქორწინეს

როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველი გოგონები, რომლებმაც მილიონერ მამაკაცებზე იქორწინეს

ყველა გოგონას ისე ვერ უმართლებს, რომ მისი ქორწილი ზღაპრული იყოს და შემდეგ, მისი ცხოვრებაც ისე გაგრძელდეს, როგორც ზღაპრებში ხდება. თუმცა, საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობენ. AMBEBI.GE იმ გოგონების შესახებ გიამბობთ, რომლებსაც ისე გაუმართლათ, როგორც ბავშვობაში წაკითხულ ზღაპრებში უმართლებთ პრინცესებს. ამ გოგონების ქორწინებამ თავის დროზე მთელი საქართველო აალაპარაკა. როგორ ცხოვრობენ დღეს ის გოგონები, რომლებიც მდიდარ ბიჭებზე გათხოვდნენ, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილი

ნანუკა გუდავაძე საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი გოგონა, როცა მასზე ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა დაინიშნა. წყვილმა ქორწილი ნოემბერში გადაიხადა, ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. როგორც ჩანს, ბერა და ნანუკა ბედნიერ დღეებს იხანგრძლივებენ და სამოქალაქო ქორწინება სულ რაღაც ერთი თვის წინ გააფორმეს. ამჯერად კი საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრებას გეგმავენ. რომელ ქვეყანაში გაატარონ თაფლობის თვე, ამის შესარჩევად, დახმარება ბერამ "ინსტაგრამის" მიმდევრებს სთხოვა. საბოლოოდ რა გადაწყდა, არავინ იცის. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბერაზე დაქორწინების შემდეგ, ნანუკამ მოდელობაზე უარი თქვა და სამსახურიც დატოვა.

სოფო ლუხუტაშვილი და დათო კოპაძე

სოფო ლუხუტაშვილის და ბიზნესმენ დათო კოპაძის ორწლიანი ლავ-სთორი, გასულ წელს ქორწინებით დასრულდა. წყვილმა ისეთი ქორწილი გადაიხადა, რომელმაც მთელი ქვეყანა იმიტომ კი არ აალაპარაკა, რომ ცნობილი ოჯახის შვილებმა ან ცნობილმა ადამიანებმა იქორწინეს, არამედ იმით, რომ ღია ცის ქვეშ, მეფეთა სავანეში დაუვიწყარი წარმოდგენა-სანახაობა მოაწყვეს. სოფო 11 წლიდან პოდიუმზე დგას, დათო კოპაძე კი წარმატებული ბიზნესმენია. მოდელს სურდა ჟურნალისტი გამხდარიყო, მაგრამ დაქორწინების შემდეგ, მთელ დროს მხოლოდ ქმარს და ოჯახს უთმობს. ისინი ბევრს მოგზაურობენ და ძვირადღირებულ კურორტებსაც სტუმრობენ.

თოშა ქებურია და ქეთი ჟღენტი

თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტის დაქორწინებას, საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა. ახალგაზრდა წყვილმა გასული წლის ზაფხულში იქორწინა და საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. ქორწილის მეორე დღეს კი მათ ქალიშვილი მონათლეს. თოშა და ქეთი ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ, წყვილი ძირითადად საფრანგეთში ან საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ახლა მეორე შვილის მოლოდინში არიან. მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, თოშა ქებურიას გატაცების შესახებ, ის ბაიკერია. თუ წყვილის "ინსტაგრამით" ვიმსჯელებთ, ქმართან ერთად მოტოციკლით ხშირად მისი ახალგაზრდა მეუღლეც სეირნობს.

ნინა ქობალია და უმბერტო ბაჩი

ვერა ქობალიას და, ნინა ქობალია სამი წლის წინ, ცნობილ იტალიელ ჟურნალისტზე - უმბერტო ბაჩიზე გათხოვდა. უმბერტო Reuters-ში მუშაობს და უცხოეთის ამბების საკმაოდ ცნობილი რეპორტიორია. რაც შეეხება ნინას, ის წლების მანძილზე ლონდონში მოღვაწეობდა, ასევე ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი გახლავთ. უმცროს ქობალიას აქვს ფეშენ-ბლოგი, სახელწოდებით NONCHALANT. წყვილმა ქორწილიც გადაიხდა, სადაც სტუმრად მხოლოდ უახლოესი მეგობრები ჰყავდათ მიწვეული. ნინა და უმბერტო ახლა ლონდონში ცხოვრობენ, სწორედ იქ გაიცნეს მათ ერთმანეთი. ნინა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული და ხშირად იღებს საინტერესო ფოტოებს, რომელსაც მის პირად გვერდზე კარგი გამოხმაურებები აქვს.

ნინუცა ბიბილეიშვილი და ნიკა ორჯონიკიძე

ნინუცა ბიბილეიშვილის და ნიკა ორჯონიკიძის წყვილი საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. წყვილმა რამდენიმე წლის წინ იქორწინა. ნიკა მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის და ბიზნესმენის ვაჟია და თავადაც ბიზნესით არის დაკავებული. თუმცა საჯაროობა არ უყვარს. ნინუცას და ნიკას საერთო შვილიც ჰყავთ. ნიკა ორჯონიკიძეზე დაქორწინების შემდეგ, წყვილი გარკვეული პერიოდი მოსკოვში და ლონდონში ცხოვრობდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ, არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს და თბილისში დაბრუნდნენ. ნინუცა ტელეწამყვანი გახდა, ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობს, ხშირად იღებს მონაწილეობას ჯაბა დიასამიძის ჩვენებებში, მაგრამ ცდილობს მაინც ჩრდილში დარჩეს და ოჯახის შესახებ საუბარს ყოველთვის ერიდება.

მარიამ ჩიჩუა და შიო ქიტიაშვილი

ორი წლის წინ, ქრისტინე ძიძიგურის დის ქორწილმა მთელი თბილისი აალაპარაკა. მარიამ ჩიჩუა ახალგაზრდა ბიზნესმენზე შიო ქიტიაშვილზე გათხოვდა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა და ხელი ბილტმორში მოაწერა. მარიამი და შიო გასულ წელს მშობლები გახდნენ. მათ ვაჟიშვილი შეეძინათ.

თამუნა ნემსიწვერიძე და ირაკლი არშბა

ირაკლი არშბას სახელს ბიზნეს-წრეებში წლებია კარგად იცნობენ, თუმცა შოუ-ბიზნესური წრეებისთვის ცნობილი თამუნა ნემსიწვერიძეზე დაქორწინების შემდეგ გახდა. თამუნამ და ირაკლიმ ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს, სადაც არაერთი ცნობილი სახე იყო სტუმრად. დაოჯახების შემდეგ წყვილი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ირაკლის და მის ოჯახს სხვადასხვა ბიზნესი აქვთ. ყოფილი მოდელი ხშირად ჩამოდის საქართველოში და მის მეგობრებსაც ეპატიჟება მოსკოვში. წყვილს სამი შვილი ჰყავთ. თამუნა ხატვით არის გატაცებული და ხელს უწყობს ახალგაზრდა მხატვრებს. მისი ვაჟი ოთო ძიუდოში ჭიდაობს და ასაკის მიუხედავად, დიდი წარმატებები აქვს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება