ავტორი:

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია - ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია - ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია. ცეცხლი მონასტრის კელიაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო