ავტორი:

დონალდ ტრამპმა ოჯახთან დაკავშირებით იცრუა, აშშ-ს პრეზიდენტი ტყუილში CNN-მა ამხილა

დონალდ ტრამპმა ოჯახთან დაკავშირებით იცრუა, აშშ-ს პრეზიდენტი ტყუილში CNN-მა ამხილა

ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მამა გერმანიაში დაიბადა.

„მამაჩემი გერმანელია. უფრო სწორად, იყო გერმანელი და დაიბადა გერმანიაში, ძალიან ლამაზ ადგილას. ამ ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა.

თუმცა, CNN წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა მოიტყუა. ტრამპის მამა, ფრედ ტრამპი ბრონქსში დაიბადა, ნიუ-იორკში.

აშშ-ს პრეზიდენტის მშობლები ფრედ და მერი ტრამპები

მანამდე კი წიგნში „გარიგების ხელოვნება“ მან აღნიშნა, რომ პაპა ფრიდრიხ ტრამპი აშშ-ში შვედეთიდან ჯერ კიდევ ბავშობის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად; მამა, ფრედ ტრამპი კი 1905 წელს ნიუ-ჯერსიში დაიბადა.

აღმოჩნდა, რომ არც ეს ინფორმაციაა სიმართლე. ტრამპის პაპა მოზარდობისას გერმანიიდან გაძევების შემდეგ ჩავიდა აშშ-ში. ფრედ ტრამპი ნამდვილად აშშ-ში დაიბადა, თუმცა არა ნიუ-ჯერსიში - მისი დაბადების საბუთზე ბრონქსის მისამართია მითითებული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე