ავტორი:

რა მოხდა "300 არაგველზე", სადაც მეტროს მოძრავი შემადგენლობა მგზავრებისგან დაცალეს

რა მოხდა "300 არაგველზე", სადაც მეტროს მოძრავი შემადგენლობა მგზავრებისგან დაცალეს

მეტროსადგურ „300 არაგველზე“ ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროს მოძრავი შემადგენლობა მგზავრებისგან დაიცალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენში განუცხადეს.

„დაახლოებით პირველი საათისათვის მატარებელს, რომელიც ასრულებდა გეგმურ გასვლას, “300 არაგველზე” ტექნიკური ხარვეზის გამო მოუხდა, რომ მგზავრებისგან დაეცალა მეტროს მოძრავი შემადგენლობა. ინსტრუქციის მიხედვით, მემანქანემ ჩიხში შეიყვანა მატარებელი, რომ მოხდეს მისი ტექნიკური გადამოწმება. მგზავრებმა ისარგებლეს მომდევნო მატარებლით. სულ ეს იყო. ეს პროცედურა დაახლოებით გაგრძელდა ორი წუთის განმავლობაში,“ - განაცხადეს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო