ავტორი:

BMW ჯერ სატვირთოს შეეჯახა, შემდეგ - ჯიპს - ლანჩხუთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

BMW ჯერ სატვირთოს შეეჯახა, შემდეგ - ჯიპს - ლანჩხუთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი ჯერ სატვირთო ავტომაქანას შეეჯახა, შემდეგ კი - ჯიპს. შემთხვევის შედეგად "ბმვ“-ს ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო