ავტორი:

მეცნიერებმა მკერდის კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდი შეიმუშავეს - 6 საყურადღებო სიმპტომი

მეცნიერებმა მკერდის კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდი შეიმუშავეს - 6 საყურადღებო სიმპტომი

ფინელმა მეცნიერებმა მკერდის კიბოს სამკურნალო ახალი კომბინირებული მეთოდი შეიმუშავეს. ეს მეთოდი მიმართულია ონკოპროტეინის MYC წინააღმდეგ და გაძლიერებულია ანტი-PD1 იმუნოთერაპიით. უფრო კონკრეტულად, მკურნალობა მიზანმიმართულია ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებასთან დაკავშირებულ გენზე - MYC, განაპირობებს სიმსივნურ უჯრედთა თვითგანადგურებას, მასთან შეჭიდული (კომბინაციაში მყოფი) იმუნოთერაპია კი დამატებით ააქტივებს იმუნურ სისტემას ხანგრძლივი და გამოხატული თერაპიული ეფექტისთვის.

ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებმა მწვანე შუქი აუნთო კომბინირებული თერაპიის ახალი სქემების შემუშავებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მკერდის კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის.

ბრიტანელი მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მკერდის კიბოს ყოველი მეექვსე შემთხვევა არა სიმსივნური წარმონაქმნით, არამედ, სხვა სიმპტომების გამოვლენით იწყება.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერები, რომლებმაც აღნიშნული დაავადების მქონე 2300 ქალის ჯამრთელობის ისტორია შეისწავლეს, მოუწოდებენ ქალებს უფრო ყურადღებით იყვნენ და ექიმთან ვიზიტი ნებისმიერი ცვლილების შემჩნევის შემთხვევაში დანიშნონ.

მეცნიერების განმარტებით, ძუძუს თავის ნებისმიერი სახის ცვლილების ან გამონადენის შემჩნევის შემთხვევაში თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. შეშფოთება იღლიის ლიმფური კვანძების შესიებამ, სარძევე ჯირკვლების ანთებამ და წყლულების გაჩენამაც უნდა გამოიწვიოს.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში ქალები მსგავსი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმთან წასვლას არ ჩქარობენ.

"ადამიანებმა სავარაუდოდ არ იციან, რომ მკერდის კიბო შესაძლოა, სხვადასხვანაირად გამოვლინდეს და მისი წარმოშობა მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნის გაჩენას არ უკავშირდება", - განაცხადა ინსიტუტის პროფესორმა კარენ კენედიმ.

სიმპტომები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში ექიმს უნდა მივმართოთ:

1. მკერდის ჯირკვლოვანი ქსოვილის გამკვრივება ან დარბილება;

2. ერთი ან ორივე მკერდის ფორმისა და ზოლის ცვლილება;

3. ძუძუს თავიდან სისხლისმაგვარი გამონადენი;

4. იღლიის ლიმფური კვანძების შესიება ან გაზრდა;

5. ძუძუს თავის ან მის ირგვლივ ადგილის გაღიზიანება;

6. ძუძუს თავის გარეგნული იერსახის ნებისმიერი ცვლილება.

მკერდის კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად მილიონობით ქალს უსვამენ. ზოგჯერ ამ დაავადების მიზეზი გაუგებარია, ზოგჯერ კი მემკვიდრეობითი განწყობა ან ჰორმონალური დარღვევები სახელდება. მაინც რა ფაქტორები უწყობს ხელს ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას? მეცნიერებმა ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ზედმეტი წონა დაასახელეს. კვლევის პერიოდში გამოვლინდა, რომ კიბოს რისკი მატულობს, თუ ქალმა წონაში 18 წლის ასაკის შემდეგ მოიმატა. თურმე რამდენიმე კილოგრამსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კლიმაქტერიულ ასაკში მყოფი 60 000 ქალის მონაცემების შესწავლით დადგინდა, წონის ნორმიდან 5% გადახრაც მენოპაუზის შემდეგ დაავადების განვითარების რისკს ზრდის. რაც უფრო მეტია წონა, მით მაღალია რისკიც. ამ გარემოებას ექიმები შემდეგნაირად ხსნიან: ცხიმოვანი ქსოვილი ჰორმონ ესტროგენს გამოყოფს, თუმცა მისი დამაბალანსებელი ჰორმონის, პროჟესტერონის გამოყოფა არ შეუძლია. ამის გამო ჰორმონული ბალანსი ირღვევა და ესტროგენი დომინანტური ხდება, რაც ავთვისებიანი წარმონაქმნებისთვის ხელისშემწყობი ფაქტორია.

ქალებს, რომლებიც ახერხებენ მენოპაუზამდე დაიკლონ ან შეინარჩუნონ ოპტიმალური წონა, რისკი 40%-ით უმცირდებათ. დაავადების საშიშროება რომ მინიმუმამდე დაიყვანონ, ექიმები ყველა ქალს სწორ კვებას ურჩევენ. პირველი რიგის რეკომენდაციებშია ალკოჰოლის შემცირება და კვირაში 5 დღით 54-წუთიანი ვარჯიში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს