ავტორი:

ლიბიაში გუშინდელ ავიადარტყმებს 32 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 50

ლიბიაში გუშინდელ ავიადარტყმებს 32 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 50

ლიბიაში ტრიპოლისთან შეიარაღებული შეტაკებების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის საჰაერო ძალებმა ფელდმარშალ ხალიფ ხაფტარის ჯარებს ავიადარტყმები მიაყენეს.

ლიბიაში მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. ხაფტარის ჯარმა, რომელიც ეროვნული თანხმობის მთავრობის დამხობას ცდილობს, ტრიპოლის აეროპორტი დაიკავა და დედაქალაქთან ახლოს მდებარე რამდენიმე რაიონზე კონტროლი დაამყარა.

დღეს ლიბიაში ორხელისუფლებიანობაა: აღმოსავლეთში, ქალაქ ტობრუკში პარლამენტია, ტრიპოლიში კი - ეროვნული თანხმობის მთავრობა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე