ავტორი:

სისხლიანი გარჩევა მალტაში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია საქართველოს ერთი მოქალაქე

სისხლიანი გარჩევა მალტაში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია საქართველოს ერთი მოქალაქე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯერჯერობით ვერ დასტურდება მალტაში სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი არის თუ არა საქართველოს მოქალაქე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, მალტაში სამართალდამცველებს ჯერ არ მოუხდენიათ დაჭრილი პირების იდენტიფიცირება.

შეგახსენებთ, რომ მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი, არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეა.

როგორც გამოცემა Malta Today იუწყება, ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

როგორც ირკვევა, უცნობმა პირმა, რომელიც Toyota-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, სამ მიგრანტ მუშას გაუხსნა ცეცხლი. ინციდენტის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი 45 წლის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.

პოლიციას ჯერ არ დაუკავებია დამნაშავე. სამართალდამცავები ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ მის დასაკავებლად. ასევე უცნობია ინციდენტის მოტივები.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე