ავტორი:

"მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s გლეხის ქალი" - შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს პასუხობს

"მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s გლეხის ქალი" - შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს პასუხობს

მსახიობი შორენა ბეგაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ლევან ჩხეიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით "ნაციონალური მოძრაობის" დროს ბეგაშვილი მეფეს უშიშროებამ მიუგზავნა".

"სამეფო კარის თამაშები. სეზონი ჩაუვარდათ და მიიწვიეს შორენა ბეგაშვილი? მე როგორც აგენტად მიგზავნილი (როგორც ამას ბოდავს "მეფის" ადვოკატი) ვაცხადებ კიდევ ერთხელ - მახათი იშოვეთ, ჯობია... p.s გლეხის ქალი" - წერს "ფეისბუქზე" ბეგაშვილი.

"შორენა ბეგაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, უშიშროებამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აგენტად მიუგზავნა", – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შორენა ბეგაშვილის სახელი, თუ დააკვირდებით, არსად მიხსენებია. ერთხელ მიხსენეს ბეგაშვილი "რუსთავი2-ზე", იქაც გავეცი პასუხი, რომ შორენა ბეგაშვილი იყო უშიშროებისგან ჩასმული აგენტი. ამის შემდეგ დამიკავშირდა მისი მეუღლე, მთხოვა, ჩემი მეუღლის სახელი აღარ ახსენოო. მე მას ვუთხარი, რომ არანაირი სურვილი გვაქვს ბეგაშვილის სახელის ხსენებისა. თუ არ უნდა, მას რომ მე მისი მეუღლის სახელი ვახსენო, მაშინ რატომ მოდის ქალბატონი შორენა და იძლევა ჩვენებას ჩვენ წინააღმდეგ?"- აღნიშნა ლევან ჩხაიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხება, გამოძიება შორენა ბეგაშვილსაც გამოკითხავს. ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან. გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა. შესაძლოა დავით ბაგრატიონი არა მხოლოდ ანამ, სხვებმაც ამხილონ ძალადობაში. ანა ბაგრატიონს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა, უმოწყალოდ იყო ნაცემი. ჯერ მუშტებით სცემა და წაქცეულს ბოტასით შედგა და წიხლები ურტყა. ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმა ეს და წასვლით თავის დაძვრენა სცადა,“ - განაცხადა ელისო რუხაძემ.

იტალიაში კორონავირუსით ორი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

მუხიანში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

"ვინც ეს მოუგონა ამ შეუდარებელ მომღერალს, მაგათ ჯინაზე დიდხანს იცოცხლებს" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?