ავტორი:

„ტერასა ორთაჭალა“ - ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ულამაზესი ხედებით

„ტერასა ორთაჭალა“ - ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ულამაზესი ხედებით

დედაქალაქში არსებული ჰაერის დაბინძურების პირობებში, ბინის შერჩევისას, უბნის ეკოლოგიური მდგომარეობა ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ხმაური, გამონაბოლქვი, ინტენსიური განაშენიანება, რეკრეაციული ზონის სიმცირე და გადატვირთული სატრანსპორტო ქსელი ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს, ამიტომ უმჯობესია, საცხოვრებლად შედარებით მშვიდი ადგილი შევარჩიოთ.

სწორედ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სამშენებლო კომპანია „ტერასა ჯგუფმა“ ორთაჭალაში 31 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 195 ბინასა და -1 სართულზე განთავსებულ საპარკინგე ზონას მოიცავს.

„ტერასა ორთაჭალას“ მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, პანორამული ხედებით დატკბნენ. საცხოვრებელი კომპლექსიდან ფართოდ იშლება თბილისის, სატელევიზიო ანძისა და ძველი თბილისის ნაწილის ხედი. შესაბამისად, თბილისის მშვიდი უბნიდან დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების ხილვა კომფორტულ და მშვიდ გარემოშია შესაძლებელი.

კიდევ რა უპირატესობა აქვს „ტერასა ორთაჭალას“?

უსაფრთხოება და ენერგოეფექტურობა - ეს ის ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელსაც ბინის შეძენისას ვითვალისწინებთ. „ტერასა ჯგუფი“ განმარტავს, რომ ორთაჭალაში მიმდინარე პროექტი 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი, რაც საცხოვრებელ კომპლექსს კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის.

რაც შეეხება ენერგოეფექტურობას, „ტერასა ორთაჭალის“ მშენებლობა პემზის ბლოკით მიმდინარეობს, რომელიც ამავდროულად, ეკომეგობრულია. ამასთან, საცხოვრებელი კომპლექსის სართულებსა და ბინებს შორის კეთდება თბოიზოლაცია, რაც კომუნალური გადასახადების შემცირებაზეა გათვლილი.

ამ მახასიათებლებს როგორც საქართველოში მოქმედი, ისე უცხოური სამშენებლო კომპანიები თითქმის ყველა პროექტის დაწყებისას ითვალისწინებენ. მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ცდილობენ გარემოს მიმართ უფრო მეგობრულები გახდნენ. დაზოგონ ბუნებრივი რესურსები, შეამცირონ დაბინძურების მაჩვენებელი და უფრო ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ. კომპანია „ტერასა ჯგუფმა“ ამ ტენდენციას ფეხი აქტიურად აუწყო და როგორც „ტერასა ორთაჭალის“, ისე „ტერასა ბათუმის“ პროექტში ეკომეგობრულ და ენერგოეფექტურ მასალებს იყენებს.

რა დაგხვდებათ „ტერასა ორთაჭალის“ ბინაში?

ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში, ამოშენებული ტიხრებით, გალესილი კედლებით, მოჭიმული იატაკით, რკინის კარით, უმაღლესი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ორმაგი მინა პაკეტით, ბინაში შეყვანილი კომუნიკაციებითა და გათბობის მილებით.

„ტერასა ორთაჭალის“ მცხოვრებლები არამხოლოდ რეკრეაციული ზონითა და მშვიდი გარემოთი იქნებიან განებრივრებულები, არამედ კომპლექსის პირველ სართულზე ექნებათ სავაჭრო ზონით სარგებლობის შესაძლებლობაც.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „ტერასა ჯგუფს“ აქვს მოქნილი გადახდის პირობა, რაც 4-წლიან შიდა უპროცენტო განვადებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, თანხის 4 წელზე, ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე გადანაწილებაა შესაძლებელი, რაც საცხოვრებლის საფასურის მშვიდად, მოქნილი პირობებით გადახდას უზრუნველყოფს.

„ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, რომ გადახდის ასეთი სისტემა „ტერასა ორთაჭალის“ კომპლექსში ბინის შეძენით დაინტერესებული პირებისთვის ხელსაყრელი და კომფორტული იქნება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ კომპლექსის მცხოვრებლები მხოლოდ ბინის საფასურს გადაიხდიან - ყოველგვარი საკომისიოსა და განვადების პროცენტის გარეშე.

თბილისის უძველესი უბნის - ორთაჭალის კომპლექსში ბინების გაყიდვა უკვე დაწყებულია. სამშენებლო სამუშაოებიკი 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

R

საგანგებო მიმართვა საქართველოს! (R)

„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს

თუ თქვენი შვილისთვის კომპიუტერის შერჩევის პროცესში ხართ, MacBook-ი საუკეთესო გადაწყვეტილებაა - მისი შესაძლებლობები ამოუწურავია