ავტორი:

ქეით მიდლტონი დედოფლობისთვის ემზადება - როგორ შეიცვალა ჰერცოგინიას ჩაცმის სტილი

ქეით მიდლტონი დედოფლობისთვის ემზადება - როგორ შეიცვალა ჰერცოგინიას ჩაცმის სტილი

ქეით მიდლტონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ქალად მიიჩნევა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია საკუთარი იმიჯის შეცვლისთვის მზად არ არის. US Weekly წერს, რომ პრინცი უილიამი და ქეითი მეფისა და დედოფლის როლისთვის მზადებას იწყებენ და მიდლტონის ჩაცმის სტილზე ეს უკვე აისახება.

„მას უკვე ნაკლებად აცვია შედარებით იაფფასიანი ბრენდების კაბები და ძირითადად, დიზაინერების სამოსით ჩნდება,“ - ამბობს გამოცემის წყარო.

ამასთან, US Weekly წერს, რომ მომავალი დედოფალი სულ უფრო მეტ დიზაინერთან თანამშრომლობს.

პრინცი ლუის დაბადების და დეკრეტული შვებულების შემდეგ ქეითი საზოგადოების წინაშე საგრძნობლად შეცვლილი დაბრუნდა, რაც მეგან მარკლის დამსახურებაც არის - მიდლტონმა რძლის მსგავსად სამოსს უფრო თანამედროვე ელემენტები შესძინა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე