ავტორი:

რას უკავშირებენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენას - ფრანგული მედია პირველად ვერსიებზე (+ფოტო)

რას უკავშირებენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენას - ფრანგული მედია პირველად ვერსიებზე (+ფოტო)

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი შესაძლოა, სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ტაძრის ზემო ნაწილში გაჩნდა, სადაც სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დაზუსტებული არ არის.

ხანძრის შედეგად ტაძრის შპილი ჩამოინგრა. ტაძრის წარმომადგენელის განცხადებით, ცეცხლი ტაძრის მზიდ კონსტრუქციას უკიდია.

ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძარს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკვე გამოეხმაურა.

"პარიზის ღვთისმშობლის ხანძარი ცეცხლის ალშია. ეს მთელი ერის სულიერი მღელვარებაა. ჩემი ფიქრებით ყველა კათოლიკე და ფრანგთან ვარ. როგორც ყველა ჩვენი თანამემამულე, დღეს მეც დამწუხრებული ვარ იმით, რომ ჩვენი ნაწილი იწვის", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის მერია მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილეისგან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე