ავტორი:

პარიზში მთელი ღამე ეკლესიების ზარების რეკვა ისმოდა - რა გადარჩა ნოტრ-დამისგან

პარიზში მთელი ღამე ეკლესიების ზარების რეკვა ისმოდა - რა გადარჩა ნოტრ-დამისგან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ, ამის შესახებ BBC წერს.

მეხანძრეებმა შეძლეს 850 წლის წინ აშენებული შენობის ქვის მთავარი სტრუქტურა და ორი კოშკი ცეცხლისგან გადაერჩინათ, თუმცა ჭერი ჩამოიშალა.

ხანძრის კონტროლი მაშველებმა მხოლოდ დაწყებიდან 9 საათის შემდეგ შეძლეს. მიზეზი უცნობია, თუმცა სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ხანძარი ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. პროკურატურა მომხდარს იძიებს.

გუშინ ღამით ადგილზე მისულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ყველაზე ცუდის თავიდან არიდება შეძლეს“ და ტაძრის მთავარი სტრუქტურა გადარჩა. პრეზიდენტი თანხის მოძიების კამპანიას საერთაშორისო მასშტაბით გეგმავს.

Washington Examiner წერს, რომ აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს კონსულტაციების გამართვას ემანუელ მაკრონთან, რის შემდეგაც ის თხოვნით მიმართავს კონგრესს, გაიღოს ტაძრის რეკონსტრუქციისთვის საჭირო სრული თანხის 17.83%. ეს ციფრი სპეციალურად არის შერჩეული - სწორედ 1783 წლის „პარიზის შეთანხმების“ შედეგად დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ის დამოუკიდებლობა აღიარა.

ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:30 საათზე გაჩნდა და ეკლესიის სახურავს სწრაფად მოედო.

ფოტოზე წითლად აღნიშნულია სახურავის ნაწილი, რომელიც ცეცხლის შედეგად ჩამოიშალა

სამაშველო სამსახურებმა შეძლეს, გადაერჩინათ ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები და რელიგიური სიწმინდეები, მათ შორის გვირგვინი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს ჯვარცმამდე ეკეთა. გადარჩა ლუი IX-ის შესამოსელიც.

მთელი ღამის განმავლობაში პარიზის ქუჩები ხალხით იყო სავსე, ისინი ცეცხლმოკიდებულ ტაძარს ადევნებდნენ თვალყურს. ხალხის ნაწილი ტიროდა, ნაწილი კი საგალობლებს მღეროდა. საფრანგეთის დედაქალაქში ღამის განმავლობაში ისმოდა ეკლესიების ზარების რეკვა.

„ნოტრ-დამი იწვის, საფრანგეთი ტირის და მასთან ერთად მთელი მსოფლიო. ეს უზომოდ ემოციურია,“ - განაცხადა პარიზის მთავარეპისკოპოსმა.

ვატიკანი მომხდარის გამო უზომო მწუხარებას გამოხატავს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი მომხდარს „საშინელებად“ აფასებს.

იუნესკო აცხადებს, რომ „დგას საფრანგეთის მხარეს, რომ გადაარჩინოს და აღადგინოს შეუფასებელი მემკვიდრეობა“, რომელსაც წელიწადში თითქმის 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნოტრ-დამს „საფრანგეთისა და ევროპული კულტურის სიმბოლო“ უწოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე