ავტორი:

სელმა ჰაიეკის მილიარდერი ქმარი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს

სელმა ჰაიეკის მილიარდერი ქმარი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს

ფრანგი მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გამოყოფს. Buzzfeednews-ის ინფორმაციით, პინომ ამის შესახებ ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში განაცხადა.

ცეცხლი შენობის სახურავს მალევე მოედო, მეხანძრეებმა შეძლეს, მთავარი ქვის კონსტრუქცია გადაერჩინათ.

„მამაჩემმა (ფრანსუა პინო) და მე გადავწყვიტეთ, გამოვყოთ 100 მლნ ევრო ნოტრ-დამის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის,“ - წერს პინო განცხადებაში, რომელიც ღამით გაავრცელა.

ფრანსუა-ანრი პინო მამასთან, ფრანსუა პინოსთან ერთად

ფრანსუა-ანრი პინო ცნობილი მსახიობის სელმა ჰაიეკის ქმარია. 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით, მისი ქონება $30.6 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

პინო არის „კერინგ გრუპის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც „გუჩის“, „სტელა მაკარტნის“, „ალექსანდრ მაკქუინს“ „ივ სენ ლორანს“, „პუმას“ და სხვა ცნობილ ბრენდს ფლობს. კომპანია მისმა მამამ, ფრანსუამ 1963 წელს დააფუძნა. „კერინგ გრუპის“ საკუთრებაა, ასევე, „კრისტის“ სააუქციონო სახლს.

ფრანსუა-ანრი პინო სელმა ჰაიეკზე 2009 წელს დაქორწინდა. მანამდე კი მისი ცოლი ცნობილი ტოპ-მოდელი ლინდა ევანჯელისტა იყო, რომელთანაც პინოს შვილი ჰყავს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"