ავტორი:

"ნოტრ-დამი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი იქნება" - რამდენი წელია საჭირო ტაძრის აღდგენისთვის

"ნოტრ-დამი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი იქნება" - რამდენი წელია საჭირო ტაძრის აღდგენისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ნოტრ-დამი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი იქნება და სამუშაოები 5 წელიწადში დასრულდება, ამის შესახებ BBC წერს.

ძლიერმა ხანძარმა ორშაბათს 850 წლის წინ აშენებული გოთიკური შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა, ჩამოინგრა ჭერი. ხანძრის მიზეზს იძიებენ, პარიზის პროკურორის განცხადებით, ცეცხლი განგებ არ გაუჩენიათ.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არსებული ძეგლის რეკონსტრუქციისთვის უკვე მოგროვდა 800 მილიონი ევრო - შემომწირველები ბიზნესმენები და სხვადასხვა კომპანიაა.

ნოტრ-დამი ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ

ხანძრიდან ერთი დღის შემდეგ პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ 2024 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქცია უკვე დასრულებული იქნება.

„ნოტრ-დამი იქნება კიდევ უფრო ლამაზი და გვსურს, 5 წელიწადში დავასრულოთ სამუშაოები, ჩვენ ამას შევძლებთ,“ - აღნიშნა მაკრონმა.

თუმცა ერიკ ფიშერი - ფონდის ხელმძღვანელი, რომელიც სტრასბურგის უძველესი ტაძრის აღდგენაზე მუშაობს, ამბობს, რომ ნოტრ-დამის რეკონსტრუქციას ათეულობით წლები დასჭირდება.

ფრედერიკ ლეტოფე კი, რომელიც ხელმძღვანელობს ისტორიული მონუმენტების აღმდგენი კომპანიების ჯგუფს, აღნიშნავს, რომ ნოტრ-დამის რეკონსტრუქციას 10-დან 15 წლამდე დასჭირდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე