ავტორი:

ჟირინოვსკი ნოტრ-დამის აღდგენაში მონაწილეობის მსურველ რუს ბიზნესმენებს: "დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?"

ჟირინოვსკი ნოტრ-დამის აღდგენაში მონაწილეობის მსურველ რუს ბიზნესმენებს: "დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?"

რუსეთის „ლიბერალურ - დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ის რუსი ბიზნესმენები გააკრიტიკა, ვინც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის შემოწირულების გაღების მზაობა გამოხატა.

„ყველა ქვეყანაში ხდება ხანძარი. ჩვენ ბევრი ეკლესია გვაქვს, რომელიც ომის დროს ან ბოლშევიკების მიერ იყო განადგურებული. მოდით, ისინი აღვადგინოთ, თორემ პირველ რიგში უცხოელებისკენ გავრბივართ. დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?“ - განაცხადა პოლიტიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე რუსმა მილიარდერმა ანდრეი ანდრეევმა მზაობა გამოხატა თავისი კომპანიის შემოსავლების ნაწილი ნოტრ-დამის აღდგენას შესწიროს. დახმარების მზაობა ასევე გამოხატა „სბერბანკის“ თავმჯდომარემ გერმან გრეფმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე