ავტორი:

9-დან 1 800 დოლარამდე - რა ფასად ქირავდება Airbnb-ზე სახლები აფხაზეთში

9-დან 1 800 დოლარამდე - რა ფასად ქირავდება Airbnb-ზე სახლები აფხაზეთში

ბინების გაქირავების გლობალური პლატფორმა Airbnb-ზე აფხაზეთის რეგიონში მდებარე 1000-ზე მეტი გასაქირავებელი ბინა და სახლი იძებნება. მათი დღიური ფასი კი 9 დოლარიდან იწყება და 2000 დოლარამდეც კი აღწევს.

როგორც ცნობილია, Airbnb-ზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მდებარე ბინები და სახლები კვლავ ხელმისაწვდომი გახდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პლატფორმამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რამდენი განცხადებაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან Airbnb-ს პლატფორმაზე განთავსებული და რა ღირს ბინების დაქირავება ორივე რეგიონში. როგორც Airbnb-ზე ვნახულობთ, აფხაზეთის რეგიონებში მდებარე სახლების ფასი მისი კომფორტისა და შენობის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდება.

მაგალითად, გაგრაში მდებარე სახლში, რომელიც ზღვიდან 4-5 წუთის სავალზეა, სტუმარი ღამეში 9 დოლარად დაისვენებს. სახლი, ძველი რემონტით, 15 დამსვენებელზეა გათვლილი, სულ 6 საძინებელი და 2 სააბაზანო აქვს.

გაგრაში ვიზიტორი 12 დოლარად დაისვენებს სახლში, რომელიც 8 დამსვენებელზეა გათვლილი. აქვს 4-2 -საწოლიანი საძინებელი და 2 სააბაზანო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

სოხუმში ერთი ადამიანი დღეში 16 დოლარად დაისვენებს სახლში, რომელიც 3 სტუმარზეა გათვლილი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი ქალაქის ცენტრში, ზღვიდან 200 მეტრში მდებარეობს. აქვს 1 საძინებელი და 1 სააბაზანო.

სოხუმის ცენტრში დღეში 101 დოლარი ღირს ერთი ადამიანის დასვენება სახლში, რომელიც ზღვიდან 100 მეტრში მდებარეობს. 8 სტუმარზე გათვლილ კერძო სახლს 6 საძინებელი და 2 სააბაზანო და ჯაკუზი აქვს. ამასთან, სახლი აღჭურვილია უფასო Wi-Fi-ითა და კონდენციონერით. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო