ავტორი:

მალხაზ მაჩალიკაშვილი - დიახ, გუშინ დამაკავეს, მაგრამ დავმალე, რადგან შემეშინდა, ამას პანკისში დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი - დიახ, გუშინ დამაკავეს, მაგრამ დავმალე, რადგან შემეშინდა, ამას პანკისში დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, გუშინ ის სამართალდამცველებმა დააკავეს, უბრალოდ ამის შესახებ ჟურნალისტებს არაფერი უთხრა. მისი თქმით, პოლიციას სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

"ის, რაც გუშინ პანკისის ხეობაში მოხდა, იყო თემირლანის ოპერაცია 2, ეს სუს-ს აწყობს, სუს-ი ცდილობს, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას. გუშინდელი ამბავი მე დავმალე და არ მივეცი საშუალება, რომ გაეშუქებინათ ჟურნალისტებს. მე ვამბობდი, რომ არ ვიყავი დაკავებული. თუმცა დიახ, მე ვიყავი დაკავებული და მე ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაეგოთ და ამას არ მოჰყოლოდა დიდი ამბავი. პანკისის ხეობისკენ მივდიოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ მთავრობამ არ განსაზღვრა, რომ ჩემი დაკავებით კიდევ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია.

ვიყავი გომბორის უღელტეხილზე, იქ დამხვდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, გადმომსვეს მანქანიდან და წამიყვანეს გურჯაანის მიმართულებით, როცა ვკითხე, რატომ მიგყავართ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთ- მეთქი - არაო. გზაში მოვახერხე ადვოკატთან დარეკვა. ამის შემდეგ გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში. მანქანაში თავისუფლე მქონდ აღკვეთილი სამი საათის განმავლობაში", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გუშინ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას მისმა მეუღლემ გაავრცელა. თუმცა ეს უარყო როგორც შსს-მ, ისე თავად მაჩალიკაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"თუ ჩემი ტყუის, კი ბატონო, დასაჯონ... თუმცა ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია

მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან მეთევზეები გამოიყვანეს