ავტორი:

"ყველა მათგანი მდიდარი ოჯახიდან არის, კარგი განათლებით" - ვინ იყვნენ თავდამსხმელები, რომლებმაც 359 ადამიანი მოკლეს

"ყველა მათგანი მდიდარი ოჯახიდან არის, კარგი განათლებით" - ვინ იყვნენ თავდამსხმელები, რომლებმაც 359 ადამიანი მოკლეს

თვითმკვლელი ტერორისტები, რომლებმაც შრი-ლანკაში კათოლიკურ აღდგომას აფეთქებების სერია განახორციელეს, მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრმა რუვან ვიჯევარდენემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავდამსხმელებს, ამასთან, კარგი განათლება ჰქონდათ მიღებული, ერთ-ერთი მათგანი დიდ ბრიტანეთში სწავლობდა.

„მათი უმეტესობა განათლებული, საშუალო და მაღალი ფენის წარმომადგენელია. ისინი ფინანსურად დამოუკიდებლები არიან და ოჯახებსაც სტაბილური მატერიალური მდგომარეობა აქვთ,“ - აღნიშნა მინისტრმა.

VIDEO : როგორ შედის ზურგჩანთიანი ტერორისტი ეკლესიაში, სადაც რამდენიმე წამში აფეთქება მოხდება - სათვალთვალო კამერების ჩანაწერი

მისივე თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა განათლება ბრიტანეთში მიიღო და სავარაუდოდ, მოგვიანებით სამაგისტრო კურსი ავსტრალიაში გაიარა.

აფეთქებებთან კავშირის გამო დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს. 32 მათგანის საქმეს კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ყველა დაკავებული შრი-ლანკელია.

ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ შედის ზურგჩანთიანი ტერორისტი ეკლესიაში. რამდენიმე წამში კი ტაძარში ძლიერი აფეთქება მოხდა.

შრი-ლანკაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 359-მდე გაიზარდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე