ავტორი:

ადგილები თბილისში, სადაც ახალი საბაგიროები აშენდება

ადგილები თბილისში, სადაც ახალი საბაგიროები აშენდება

თბილისში საბაგიროების მშენებლობა იწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საბაგიროები სამი მიმართულებით აშენდება, ხოლო რომელი პროექტი განხორციელდება პირველად, ამას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ, 5 თვეში გადაწყვეტენ.

"ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა საბაგიროების თემა. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვისაუბრეთ და დავალება იყო მიცემული, რომ გამოგვეყო კონკრეტული არეალები, ზონები, სადაც არის შესაძლებელი საბაგიროების პროექტის განხორციელება. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება. ეს არის სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთა. შესაბამისად, გვჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება და როგორც ვიცი, რამედენიმე დღეში ამას ვაპირებთ. დაახლოებით, 750 ათასი ლარი დაიხარჯება და 5 თვე დასჭირდება ამ კვლევის ჩატარებას. სრული სურათი გვექნება, პრიორიტეტების მიხედვით თუ რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ამ ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის. შესაბამისად, 5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ.

საკმაოდ საინტერესოა ეს მიმართულებები, სამივე მიმართულებაზე ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში ეს იქნება ისეთი შეაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები, მიკროავტობუსებია. საკმაოდ საინტერესო პროექტია და 5 თვის თავზე გვექნება სრული სურათი. შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროექტის განხორციელება დავიწყოთ",- განაცხადა კალაძემ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო