ავტორი:

რა მდგომარეობაშია ავტომანქანა, რომლითაც ავარიაში 5 არასრულწლოვანი მოყვა და ყველა გადარჩა

რა მდგომარეობაშია ავტომანქანა, რომლითაც ავარიაში 5 არასრულწლოვანი მოყვა და ყველა გადარჩა

გორი-ნიქოზის საავტომობილო გზაზე, სოფელ შინდისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ხუთივე მათგანი არასრულწლოვანია.

„მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა და განათების ბოძს დაეჯახა ისეთი ძალით, რომ რკინის ბოძი მოგლიჯა. შემთხვევის დროს ავტომანქანის მძღოლმა და ოთხმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

იხილეთ ვიდეო: კადრები და თვითმხილველის კომენტარი შინდისიდან, სადაც ავტომობილი ჯერ ბოძს, შემდეგ კი სახლის ჭიშკარს შეეჯახა - დაშავებულია 5 არასრულწლოვანი

დაშავებულ ახალგაზრდებს გამოკვლევები უტარდებათ. ნაწილი კლინიკა „გორმედში“, ნაწილი კი სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს. ერთ-ერთ ახალგაზრდას ოპერაციაც ჩაუტარდა.

"გორმედის" მიმღები განყოფილების მორიგე ქირურგის, გიორგი გივიაშვილის განცხადებით, კვლევების დასრულებამდე დასკვნების გაკეთება რთულია, თუმცა ამ ეტაპზე არსებული დაზიანებების ფონზე შეიძლება იმის თქმა, რომ არცერთი დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდები სპორტსმენები არიან და ისინი ფხვენისიდან შინდისში, ზონალურ საფეხბურთო შეჯიბრზე მიდიოდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ია თინიკაშვილი

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო