ავტორი:

"დავინახე მანქანას ვეჯახებოდი, მივხვდი, რაც ხდებოდა..." - მერაბ კვირიკაშვილმა პროცესზე ავარიის დღე გაიხსენა

"დავინახე მანქანას ვეჯახებოდი, მივხვდი, რაც ხდებოდა..." - მერაბ კვირიკაშვილმა პროცესზე ავარიის დღე გაიხსენა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესზე მერაბ კვირიკაშვილმა ბრალდების და დაცვის მხარეების კითხვებს უპასუხა.

კვირიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დღე გაიხსენა. მისი თქმით, ქუთაისის შემოვლით გზაზე დაინახა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უნდა ჩაევლო მათთვის, ასევე დაინახა ღია ფერის ავტომობილი, აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, რა დროსაც მოხდა შეჯახება.

მორაგბის თქმით, მისი ავტომობილი გზის შუა ნაწილში 93 კმ საათის სიჩქარით მოძრაობდა.

"რომ დავინახე ავტომობილი, ინსტიქტურად დავიწყე მოძრაობა რათა ამეცილებინა. არ შემიძლია ამის ახსნა და გადმოცემა როგორ მოხდა. მანევრირების შემდეგ ვცადე დაბრუნება ჩემს ზოლში, მაგრამ მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე მანქანას ვეჯახებოდი, მივხვდი, რაც ხდებოდა. იქამდე არეფერი დამინახავს", - განაცხადა მერაბ კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ურჩევნია ყველა კითხვაზე სასამართლო პროცესზე უპასუხოს.

პროკურორის კითხვაზე, განაცხადა თუ არა შემთხვევის მომენტში პოლიციელებთან ღია ფერის ავტომობილზე, კვირკაშკვილმა უპასუხა: „იმ დროს მეუღლეზე და მეგობრებზე ზრუნავდი და არ მიფიქრია იმ ავტომობილის მძღოლის მოძებნაზე".

მომდევნო პროცესი 14 მაისს დაინიშნა. შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, რა დროსაც მოხდა შეჯახება - მერაბ კვირიკაშვილმა სასამართო პროცესზე ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები გაიხსენა

VIDEO: აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, რა დროსაც მოხდა შეჯახება - მერაბ კვირიკაშვილმა სასამართო პროცესზე ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები გაიხსენა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს