ავტორი:

"აფხაზეთში ქალაქიც სოფელს დაემსგავსა..." - ოკუპირებულ რეგიონში ისტორიული ძეგლები ინგრევა

"აფხაზეთში ქალაქიც სოფელს დაემსგავსა..." - ოკუპირებულ რეგიონში ისტორიული ძეგლები ინგრევა

ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიული ძეგლები ინგრევა - ამის შესახებ რეგიონში რამდენიმე დღის წინ გამართულ გამოფენაზე ისაუბრეს, სადაც გასულ საუკუნეში გადაღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები იყო წარმოდგენილი.

ekhokavkaza.com-ისთვის მომზადებულ სტატიაში ჟურნალისტი ელენა ზავოდსკაია წერს, რომ კულტურული ძეგლები აფხაზეთში ყოველწლიურად მცირდება - ინგრევა ძეგლები, იშლება და ნადგურდება უნიკალური ფრესკები. ზოგს კი, ბარბაროსულად ანადგურებენ. "ასეთი ძეგლები მხოლოდ ფოტოებშია შემორჩენილი" - წერს ჟურნალისტი.

ფოტო გამოფენიდან, რადიო თავისუფლება

ე.წ. კულტურის მინისტრის, ელვირა არსალიას თქმით, საჭიროა გამოფენების ხშირად მოწყობა, რათა ამ თემაზე მომუშავე ადამიანებმა - მხატვრებმა და ხელოვანებმა კულტურის შესახებ ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანს გააცნონ.

"ჩამოვიდნენ ყველა ქვეყნიდან დაინტერესებული ადამიანები, ისტორიკოსები, მხატვრები, მკვლევარები, რათა ადამიანს აფხაზურ კულტურაზე უფრო სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდეს - ვინ ვართ და საიდან მოვდივართ... ამასთან, ამ განძს მოფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება, რათა ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს ინფორმაცია" - ამბობს არსალია.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესია

აფხაზი ისტორიკოსის, სტანისლავ ლაკობას თქმით, “ცუდი ის არის, რომ წლებია, ძეგლებზე ზრუნვით, აღდგენით და რესტავრაციით ხელისუფლება არ ინტერესდება. შორეულ სოფლებში კი არა, ცენტრში მდებარე კულტურული მემვიდრეობის ძეგლებიც კი ინგრევა... ქალაქის გზებზე წლებია ორმოებია და ამას ისე აუვლიან-ჩაუვლიან, თითქოს უჩვეულო არაფერია.

უამრავ ძეგლზე ხეები ეცემა ან სულაც, ამოდის, მაგრამ მის აღდგენაზე არავინ ფიქრობს, ამბობენ, რომ ფინანსები არ ჰყოფნით. არ ეყოფათ აბა რა იქნება, ისეთი ძვირიანი ავტომანქანებით დადიან, მაგისთვის ვის სცალია... ფაქტობრივად, ჩვენი ბიუჯეტი, ჩინოვნიკების კეთილდღეობას ხმარდება და ისტორიული ძეგლებისთვის ვის სცალია...

ანაკოფიის ციხე

ქალაქი არის პატარა სახელმწიფო და თუ ის ინგრევა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოც ინგრევა. საბჭოთა წლებში ამბობდნენ, რომ ქალაქსა და სოფელს შორის ზღვარი წაშლილი უნდა იყოს, რადგან სოფელი ძალიან უნდა ჰგავდეს ქალაქს, ახლა კი პირიქით ხდება - აფხაზეთში ქალაქიც სოფელს ემსგავსება... ქალაქებში ისტორიული ძეგლები ინგრევა" - ამბობს აფხაზი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა.

ადგილობრივი აფხაზებიც იზიარებენ ისტორიკოსის პათოსს, რომ ისტორიული ძეგლები არავის ადარდებს.

ახალი ათონი

“მხოლოდ ქალაქებში კი არა, ყველგან უმძიმესი მდგომარეობაა - ილორის წმინდა გიორგის ეკლესია ისე შეათეთრეს, მთლიანად შეცვლილია. ბედიის ტაძრისგან მხოლოდ კედლები დარჩა... არავის სცალია, ან ისე აკეთებენ, რომ პირიქით, აფუჭებენ” - წერს აფხაზი ინტერნეტმომხარებელი ირაკლი ლოგუა.

“გასულ ზაფხულს ვიყავი ახალ ათონში და მივხვდი, რომ იქ შესვლა უკვე რისკია. საბჭოთა კავშირის შემდეგ ხელი არავის უხლია, არადა, წარსული თუ გვასულდგმულებს, თორემ ახალი აფხაზეთში არაფერი კეთდება...”, - მიაჩნია ჯული წვიჟბას.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი