ავტორი:

ტრაგედია ჭიათურაში - სატვირთო ორ ბავშვს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა

ტრაგედია ჭიათურაში - სატვირთო ორ ბავშვს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა

ჭიათურაში სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოშია მოათავსებული.

რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, ის მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი, რომლის ავტომობილიც დაგორდა, სავარაუდოდ, ნერვიულობის შედეგად ცუდად გახდა.

იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო