ავტორი:

არეულობა პარიზში - დემონსტრანტებმა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს, დაკავებულია 165 მომიტინგე

არეულობა პარიზში - დემონსტრანტებმა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს, დაკავებულია 165 მომიტინგე

პარიზში სამართალდამცავებმა მდგომარეობის ნორმალიზება შეძლეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მობილიზებულია სულ 9 016 სამართალდამცველი, მათ შორის პარიზში - 3 700 პოლიციელი. ამ დროისთვის დაკავებულია 165 მომიტინგე.

არსებული ინფორმაციის თანახმად, პირველად შეტაკება მონპარნასის ბულვარში დაიწყო, როდესაც დემონსტრანტებმა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. პოლიციამ მომიტინგეების შეჩერება ცრემლსადენი გაზით სცადა.

დემონსტრანტებს შორის ანტიკაპიტალისტური მოძრაობის „შავი ბლოკის“ წარმომადგენლები იყვნენ. ადგილობრივების ცნობით, სწორედ მათ წამოიწყეს არეულობა, რევოლუციური მოწოდებებით სკანდირებდნენ და აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქისა და პარიზის ქუჩებში ათასობით დემონსტრატი გამოვიდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე