ავტორი:

Burger King-ი ხელოვნური ხორცისგან დამზადებულ ბურგერებს გაყიდის -  რას გეგმავს ბრენდი საქართველოში

Burger King-ი ხელოვნური ხორცისგან დამზადებულ ბურგერებს გაყიდის -  რას გეგმავს ბრენდი საქართველოში

Burger King-ი ხელოვნური ხორცისგან დამზადებულ ბურგერებს გაყიდის. როგორც გამოცემა The Verge წერს, ამერიკული სწრაფის კვების ქსელი ხელოვნური ხორცის ბურგერების გაყიდვას წლის ბოლომდე დაიწყებს. ამის მიზეზი კი ვეგეტარიანელი მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.

აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ქსელმა ვეგეტარიანული ბურგერების დამზადება აპრილის დასაწყისში აშშ-ის რამდენიმე შტატში უკვე დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჯერად ექსპერიმენტების გამეორება აშშ-ის ყველა რეგიონში იგეგმება და ამას წლის ბოლომდე განახორციელებს.

მათივე განცხადებით, ვეგეტარიანულ ბურგერში ყველისა და ხორცის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება ბარდა, სოიო, კარტოფილი, მცენარეული ზეთი და ხელოვნური ხორცი.

ახალ ბურგერებში 15%-ით ნაკლები ცხიმი და 90%-ით ნაკლები ქოლესტერინი იქნება. როგორც Burger King-ის სათაო ოფისში აცხადებენ, ვეგეტარიანული ბურგერის გემო იმდენად ახლოს იქნება ჩვეულებრივ ბურგერთან, რომ მომხმარებელი განსხვავებას თითქმის ვერ იგრძნობს.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ვეგეტარიანული ბურგერი ერთ დოლარზე მეტი ეღირება.

დაიწყებენ თუ არა ხელოვნური ხორცის გამოყენებას Burger King-ის თბილისის ფილიალები, ჯერჯერობით უცნობია. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო