ავტორი:

"სარაჯიშვილზე" ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

"სარაჯიშვილზე" ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მგზავრს მატარებელი დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. არსებული ინფორმაციით, მგზავრი ახალგაზრდა მამაკაცია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

როგორც პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მომხდარის გამო მეტროს პირველ ხაზზე ზონალური მოძრაობა ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებელი ვარკეთილიდან დიდუბემდე მოძრაობს.

იხილეთ ვიდეო: ახალგაზრდა მამაკაცი "სარაჯიშვილზე" მეტროს ლიანდაგში ჩავარდა და მატარებელი დაეჯახა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო