ავტორი:

"ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე, იქამდე იღიმოდა..." - თვითმხილველები "სარაჯიშვილზე" მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობენ

"ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე, იქამდე იღიმოდა..." - თვითმხილველები "სარაჯიშვილზე" მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობენ

თვითმხილველები მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ახალგაზრდა მამაკაცს ლიანდაგიდან გადასვლისკენ „უწყვეტი სიგნალით“ მოუწოდებდა, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

„დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე. იქამდე იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა. მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება“, - აცხადებენ თვითმხილველები.

VIDEO: "განგებ ჩახტა, იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა" - რა დეტალებს ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც "სარაჯიშვილზე" ტრაგიკულ ფატქს შეესწრნენ

ლიანდაგში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 20 წლამდე ასაკისაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო